Author Archives: ladygreta

About ladygreta

female bishop :) ერი ჩემი მეგობის ნათვამი მინდა გავიმეორო, მე ვარ ”ეგზოტიკური ცხოველი”. ყველაფერი უცხო და უჩვეულო ნეგატიურსა და შიშნარევ განცდას იწვევს ადამიანში.

“დაიცავით პრივატულობის ჯეროვანი ხარისხი!”

“დაიცავით პრივატულობის ჯეროვანი ხარისხი!” 10 წლის ბავშვისათვის ეს, არც თუ ისე იოლად წარმოსათქმელი ფრაზა დაასწავლა ჩემს მათეს მისმა ნათლიამ ნათლობის დღეს. იმ საღამოს არ მახსოვს რამდენჯერ მოირბინა მათემ და ყურში მიჩურჩულა _ “რა დაიცავიო?” ან _ “რისი ხარისხიო?”. ნელნელა ხვდება რას ნიშნავს პრივატულობა და მისი დაცვის აუცილებლობა. ეხლა აღარ სჭირდება ამ სიტყვების გადამოწმება, ისე სხაპასხუპით [...]

Categories: Uncategorized | Leave a comment

ნაადრევი საჩუქარი ჩემი დაბადების დღისათვის

 ამ დილით გავხსენი ჩემი ფოსტა და უცნაური წერილი დამიხვდა: ძვირფასო რუსუდან, დაბადების დღეს ამ პატარა ამბით მოგილოცავთ ინგლისიდან. მალხაზი, ალა, მაიკლი და აერლისი  ________________________________________________________________________________________________________ მოხეტიალე ქართველის ცხოვრების ერთი დღე   არც კი მეჯერება, რომ ჩემი ნაშრომის ბოლო თავს ვამთავრებ. ყოველ დღე მივდივარ ბოდლიანის ბიბლიოთეკაში, სადაც ძალიან ხშირად დილით პირველი მე შევდივარ და საღამოს ყველაზე ბოლოს [...]

Categories: Uncategorized | 2 Comments

რადიო თავისუფლების დღიურები

რუსუდან გოცირიძე – ეპისკოპოსი 15.01.2012 8 იანვარი, კვირა კვირა ღვთისმსახურების დღეა. საკითხავებს გადავხედე (ლუკას 2:21-35). ამბავი ყრმა იესოს ტაძრად მიყვანებისა. ვკითხულობ და ვფიქრობ, ნუთუ მთელი სისრულით მიხვდა მოხუცი სიმონი, ვინ იყო იესო, როცა რვა დღის პატარა ხელში ეჭირა? 12 საათზე მსახურება იწყება. კინაღამ დავიგვიანე. ხალხს დღეს ვაჩვენეთ მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის საშობაო ვიდეო და ეკრანზე პირველად [...]

Categories: Uncategorized | 2 Comments

თანასწორობა?

გამოხმაურება ბიძნა ივანიშვილის პსეკონფერენციასთან დაკავშირებით ჟურნალი ტაბულას ვებზე.     როცა პოლიტიკურ სივრცეში ახალი ძალა ჩნდება – ყველა თავისი გადმოსახე­დიდან და საკუთარი კრიტერიუმებით იწყებს დამოკიდებულების ჩამოყალი­ბებას. დევნილები ყურს უგდებენ, თუ რას იტყვის დაკარგული ტერიტორიე­ბის დაბრუნებაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე; ბიზნესის წარმომადგენ­ლებს მისი საგადასახადო, თუ ახალი ბაზრების ათვისების პოლიტიკა აინტე­რესებთ… ყველა, ვინც ადამიანის უფლებებისა და რწმენის თავისუფლების სა­კითხებზე [...]

Categories: Uncategorized | Leave a comment

Reconciliation Anatomy (ნაწილი I)

” და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. . .” და ჩვენც მივუტევებთ  “თანამდებთა ჩვენთა”.  მივუტევებთ იმის იმედით, რომ რამდენად ბევრს და სწრაფად მივუტევებთ ჩვენ შესაბამისი “ოპერატიულობით” მოგვეტევება. და ასე ჩაბმულნი ვართ “შენდობის აღებ–მიცემობის” ჩახლართულ ფერხულში. კარგად თუ იცი არითმეტიკა კალკულატორის გარეშეც მოახერხებ 7–ის  70–ჯერ გადამრავლებას და იოლი შესაძლებელია მიტევებათა ‘ლოგის’ [...]

Categories: Uncategorized | Leave a comment

Peace is The Way

„23. თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ. 24. თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ.“ (გამოსვლათა 21:23-24) “თვალი თვალისა წილ” _ ჩვენი სამყარო უკვე იმდენი ხანია ცხოვრობს ამ კანონით, რომ სრულიად დაგვიბრმავდა კაცობრიობა. “თვალი თვალისა წილ” _ ეს ისეთი უნივერსალური კანონია, რომ არ აქვს არც დროის, არც კულტურული, არც პილიტიკური, არც [...]

Categories: Uncategorized | 1 Comment

ძალიან შორეული და უცნაურად ახლობელი

ბევრი წლის წინ, ერთ ტრენინგზე ფასილიტატორმა ერთი სავარჯიშო შემოგვთავაზა. ოთახის იატაკი წარმოვიდგინეთ მსოფლიო რუკად და ყველა უნდა დავმდგარიყავით ჩვენი ოცნების ქვეყანასთან. ზედმეტად რეგლიგიურებმა ისრაელისაკენ მიაშურეს, პრაგმატულებმა ოკეანე გადალახეს, ეგზოტიკურებმი აპენინებზე განთავსდნენ. . .   ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ორიგინალური ვიყავი ჩემს არჩევანში, მაგრამ არც დავფიქრებულვა ისე ავიღე გეზი ნისლიანი ამბიონისაკენ.  წვიმს, საშინელი ქარია, ცივა. . [...]

Categories: Uncategorized | Leave a comment

სამი მახარებელი

მათე: იუდეველთა მახარებელი. მათეს სიმბოლოა ფრთიანი ადამიანი, განკაცებული ღმერთი. მარკოზი: ყველაზე ძველი სახარება და ყველაზე მოკლე და მაინც ყველაზე ინფორმატიული. სიყვაძუნწი მარკოზი მოკლედ და ამომწურავად ამბობს, რასაც კი ყვება. ლუკა: განსწავლული ფილოსოფიასა და მედიცინაში. მისი სიმბოლოა მსხვერპლი, რომელიც გამოხატულია ფრთოსანი ხარის სახით. ლუკა არის იესოს მიმდევარ სამოცდაათთაგანი, და არის პირველი იკონოგრაფი.

Categories: Uncategorized | 1 Comment

Blog, Sweet Blog :))))

უკვე იმდენად დიდი ხანია არ შემოვსულვარ ბლოგზე, რომ გადავწყვიტე გამეუქმებინა. რა აზრი აქვს წელიწადში თითოჯერ დაწერილ პოსტებს?  მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე გამეახლებინა. მით უფრო იმიტომ, რომ ამ  რამოდენიმე დღის უკან ისეთ ამბავში მოვხვდი, ვისაც შევხვდები ყველას ვუყვები. მოგეხსენებათ თბილისი გაივდო გულზე თეთრ ლენტა შებმული ადამიანებით (ისე არაფერი გვეტკინა). გაგეცინებათ, და ეს ხალხი არც მეტი არც ნაკლები [...]

Categories: Uncategorized | 4 Comments

I LOVE NY

“თუ დაგარტყი ამერიკაში გაგაფრენ”  ეს გამოთქმა მუქარად უკვე აღარ ჟღერს. ამერიკაშ გაფრენა ძალაინ ბევრი ადამიანის ახდენილი თუ აუხდენელი ოცნებაა და ეს დარტყმის ფასად მოხდება თუ არალეგალის საშინელი ცხოვრების, უმძმესი შრომისა და ჯაფის ფასად, არა აქვს დიდი მნიშვნელობა. ხო და ეხლა მეც ამ უცნაურსა და საოცნებო ქვეყანაში ვარ. თბილისი – ისტამბული – ნიუიორკი.  თურქეთის ავიახაზების რეისი, [...]

Categories: Uncategorized | 1 Comment

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.