იცხოვრე ნათელ ხაზზე

21025-black-white-narrow-stripeცხოვრება ბილაინის სარეკლამო როლიკივით როდია. ცხოვრება არაა შავ და თეთრ (მით უფრო ყვითელ) ზოლებად დაყოფილი. დაღმართებს აღმართები, გოლგოთას აღდგომა მოჰყვებაო , გვაიმედებენ უიმედოდ ოპტიმისტები.   თუკი ცხოვრების ბნელ ხაზზე ხარ, მალე ყველაფერი განათდება და ყველაფერი კარგად იქნებაო. . . .

შავი ხაზი, თეთრი ხაზი. . . .

ამ ყველაფერზე მახსენდება ჩვენი უბედური ცხოვრება 90–იანებში. გაყინულ ზამთარში, უდენობასა და უგაზობა–უწყლობაში მეზობლები ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე და გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდნენ ბრაზილიურ სერიალებს.  ფეჩის ქექვისაგან გაჯირჯვებულ და დაჭუჭყიანებულ თითებს გაქუცული ხალათის ჯიბეებში ითბობდნენ და შესცქეროდნენრიოს პლიაჟებზე გარუჯულ ქალბატონებს.

შავი ხაზი–თეთრი ხაზი. . . .

დენი მოვიდა და აღარ მიდის, ცხოვრება აეწყო, ლარი გამყარდა, მკალავიშვილი დაიჭირეს და გამოუშვეს, დემოკრატია იმისთანა ავაშენეთ აგერ უკვე მიშენებებს ვუკეთებთ, ომი მოვიგეთ და . . .  მე მგონი კარგად უნდა მივიხედ მოვიხედოთ აქეთ იქეთ. თუ არ ვცდები უკვე თეთრ ზოლზე გადავედით.

ადე, თეთრ ზოლზე და მწვანე შუქზე მივექანებოდი ბედნიერებისაგან თვალებგაბრწყინებული კინოთეატრ ამირანთან, როცა ახალგაზრდობა გამახსენა საბედისწერო ხმამ: “პუტჩისტებო!”

ჩვენ მე მგონი “პლავნად” დაგავდივართ შავ და ნაცრისფერ ზოლებში. ოღონდაც ისე ძალიან “პლავნად” ვაკეთებთ ამას, რომ სხვაობებს ვეღარც კი ვამჩნევთ.

შავი ხაზი, ნაცრისფერი ხაზი, შავი ხაზი, ღია ნაცრისფერი,შავი, მოკრი ასფალტის ფერი, შავი, ღია ნაცრისფერი, შავი, შეშინებული თაგვისფერი. . . . .

ქართველებს ხომ ძალიანგვიყვარს მრავალფეროვნება.

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s