რატომ ჯონათანი?

”რატომ ჯონათანი და არა სკორპა?”

ძმები ლომგულები; ასტრიდ ლინდგრენი.

lionheart_brothers

სიუჟეტი ძალიან ბანალურია. ღარიბ-ღატაკ ქვრივს ორი ვაჟი ჰყავს. უფროსივაჟი, ჯონათანი არის  ნიჭიერი, ლამაზი, ზრდილი, ჯანმრთელი, მოსიყვარულე. . . ეა არის ბავშვი, რომელსაც წინ დიდი და ლამაზი ცხოვრება აქვს.

უმცროსი ვაჟი, სკორპა (ასე ეძახდა მას უფორსი ძმა მოფერებით) არის სუსტი, ავადმყოფი, საცოდავი, ბავშვი, რომელსაც რამდენიმე კვირის სიცოცხლეღა დარჩენია უკურნებელი, მძიმე სენის გამო.

უეცრად სახლს ხანძარი გაუჩნდება და ალმოდებულ ქოხში ჯონათანი შევარდება ძმის გადასარჩენად.

სკორპა გადარძა და ჯონათანი მოკვდა.

მეზობლის ქალები მოდიოდნენ საბრალო დედასთან სამძიმარზე და გულდათუთქულები უსამძიმრებდნენ: ”რატომ ჯონათანი და არა სკორპა?”

რატომ ?

რატომ ეს და არა ის?

სიკვდილი მტრის ბანაკიდან გამოსროლილ ისრების წვიმას ჰგავს და გგონია, რომ რაღაც კანონზომიერება არსებობს იმაში, თუ ვის უნდა მოხვდეს ეს ისარი პირველი.  ალბათ, იმას, ვინც წინა ხაზზეა, ვინც სუსტია, ავადმყოფია, ბრძოლაშჳ გამოუსადეგარია. . . ალბათ ჯობია რომ სკორპას მოხვდეს, ვიდრე ჯონათანს. ხარ ასე, შენს ფარს ქვეშ გაყურსული და გულისხეთქებით ელოდები ყველა მორიგ იერიშს. გაიტრუნები და იყურები ფარის ქვეშიდან, ათვალიერებ შენს ახლოს ხალხს, რომლებიც ასევე თავიანთ ფარებ-ტქვეშ იმალებიან. ისრების წვიმა გადაივლის და ცოტა ხნით ამოისუნთქებ. შენს გაშემო ყველა თუ ფეხზე ადგება. იცი, რომ ყველა ისარი თავის სამიზნეს მოხვდა, მაგრამ მათზე დარდისათვის ნერვი არ გყოფნის. მთავარია შენთან ახლოს არ დაეცა. . .

მაგრამ ეს ოხერი ხან ძალიან ახლოს ეცემა.

რატომ ჯონათანი უფალო? რამდენი ვინმე იყო წინა რიგებშჳ, რომლებიც ღმერთს არ უქნია. რომლებიც მიწას ტყუილად ამძიმებენ. . . რამდენი სკორპა დადის დედამიწაზე. . .

როგორც ისრის მოხვედრა, ისე ახლო ადამიანის ”დამარცხება” ეგრევე მტკივნეული არაა. ჯერ ვერც კი ხვდები რომ მოგხვდა. არც კი გტკივა, სანამ სისხლი არ მოასკდება თეთრ პერანგს. 

ჯერ ვერ ხვდები რომ ”ჯონათანი” აღარაა. მერე გეტკინება. . . სიცარიელე გეტკინება.  მერე ცდილობ ყველა ის ადამიანი ჩაიხუტო, რომლებშჳც მას ხედავ. თითქოს მისდევ მის აჩრდილს და იცი, რომ ეს აჩრდილი სიაფფასიანი სუნამოს სუნივით მალე გაქრება.  მერე ივსება სიცარიელე. ადამიანები გადაადგილდებიან ბრძოლის ველზე.  ამ სივრცეში ცარიელი ადგილები არ ჩება.  ყველა მებრძოლი ცდილობს გადაადგილდ-გადმოადგილდეს, იმისათვის რომ ისრების წვიმას საგულდაგულოდ დაემალოს.

მერე გადის დრო და გავიწყდება ეს ტკივილი.

გავიწყდება ჯონათანიცა და სკორპაც. გავიწყდება როგორც მშობიარობის ტკივილი, რომელიც მომდევნო მშობიარობამდე არ გახსოვს. უფრო სწორად, გახსოვს, რომ ძალიან გტკიოდა, მაგრამ  განცდაში აღარ გახსოვს.  

ზიხარ ფარ-ქვეშ, მშჳშარა ჯარისკაცი და ელოდები ისრების შემდეგ წვიმას. ელოდები, რომ იქნებ ამჯერად მაინც სკორპა იქნება და არა ჯონათანი… 

wedding20doves

იცი, ერთ მშვენიერ დღეს ფანჯრის რაფაზე მტრედები მოფრინდებიან. ყველა იფიქრებს რომ ეს მეზობელ კორპუსში რომ მემეტრედე  მოხუცია, იმას დარჩენიაო ღია გალიის კარები. მაგრამ მე ვიცი რომ ეს ჯონათანი და სკორპა მოფრინდნენ.

 

 

 

 

Advertisements

1 Comment

Filed under Uncategorized

One response to “რატომ ჯონათანი?

  1. tamara

    zalian magaria, zalian momwons sheni stili, sheni xelwera.kargad grznob samkaros.kochagi gedi xar.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s