შალომ

img_12_95_201 შერიგება და მშვიდობა,

ეს ის ცნებებია, რლებიც ომის შემდგომ მდგომარეობაში ყველაზე კარგად იყიდება.

მშვიდობა და შერიგება. . .

რა უცნაურია, განა ვინმეს შეიძლება რამე საწინააღმდეგო ჰქონდეს?!!!!

რაც დრო გადის ეს სიყვები სულ უფრო გულის ამრევი ხდება. მშვიდობა და შერიგება. . . . . . .

” ჩვეულებრივი თბილისური ზაფხულის საღამო იდგა. მაჩაბლის ვიწრო ქუჩა, როგორც ყოველთვის, გადაძეძგილი იყო მანქანებით. გურჯულად ”დაპარკინგებული” მანქანები ქუჩის ორივე მხარეს. და არც თუ იშვიათად ამ ცალმხრივ ქუჩას ”პროწივზე” შემოსული მანქანები ხერგავენ. სახლების ფანჯრები ღიაა და როცა ქუჩაზე გაივლი შეიგიძლია თვალი გააპარაო ოთახებისაკენ და ფანჯრებში ჩაწიკწიკებული კაკტუსების ყვავილები შეათვალიერო.

ამ ჩვეულებრივ საღამოს, ჩვეულებრივ ქუჩაზე, ჩვეულებრივ მოძრაობაში, ჩვეულებრივად შემოაჭრა პეჟომ, არც აცია არც აცხელა და მოძრაობის საწინააღმდეგოდ დაადო თავი. ამ ჩვეულებრივ მოძრაობას ჩვეულებრივი საცობი მოჰყვა. მანქანა გაჩერდა და  ჩვეულებრივ დაიძაბა ყურები მამა-პაპური ლოცვა კურთხევის მოსასმენად. . .

მაგრამ ამ ჩვეულებრივ ამბავს არაჩვეულებრივი გაგრძელება ჰქონდა. დამრღვევ მძღოლს რადიო ჰქონდა ჩართული ბოლო ხმაზე, როზემბაუმის რომელიღაც ძალიან ძველ ტკბილ რომანსს უსმენდა. რომანსს, რომელიც რამდენჯერ მიძებნია მუსკალურ საიტებზე. რომანსს, რომლის გიტარაზე აწყობაც მიცდია ძალიან ბევრჯერ. . . მანქანა შეჩერდა და მუსიკა მთელი სიმძლავრით მოასკდა ვიწრო ქუჩას. საპირისპიროდ გაჩერებული მანქანიდან გაცეცხლებულმა მძღოლმა გადმოყო თავი და მეგონა ეხლა წინაპრების ძვლება არ დაუტოვებს მეთქი საფლავში დარღვევის გამო.  მძღოლმა მართლაც შემოიგინა და ეს ძალიანაც ჩვეულებრივი იყო. არაჩვეულებრივი მხოლოდ გინების მიზეზი იყო:

გამორთე რადიო შენი დედაც . . . . . .”

მაშინ მივხვდი, რომ აგვისტოში რუსული შემჯავრდა. მაშინ გამახსენდა, რომ ჩემს ჯაგლაგ კომპიუტერში მეხსიერებამ რომ უმტყუნა და დანგრეული გორის სურათბის შესანახად ადგილი აღარ მქონდა, პირველ რიგში ჩემს საყვარელ რუსულ რომანსებს მივადექი და ამოვშალე. ამოვშალე როზემბაუმი, ამოვშალე უმა თურმანი, ამოვშალე ვისოცკი და მათ მაგივრად შევინახე დაბომბილი გორის სურათები.

მშვიდობა და შერიგება…

კიდევ კარგა ხანს იმუშავებს ეს ორი სიტყვა. ბევრ ვინმეს კარიერას გაუკეთებს, ბევრსაც დაუნგრევს. ბევრი რამ შეიქმნება ამ თემაზე, ბევრი შედევრი და ბევრი კიჩი, ბევრჯერ იტრიალებს ეს სიტყვები პოლიტიკოსებისა თუ რელიგიური ლიდერების ”რეჩებში”. ბევრჯერ, ბევრჯერ გაიჟღერებს ეს სეტყვები, ბევრჯერ, ვიდრე სულ მთლად არ დაკარგავს ფერს და აზრს. ვიდრე არ დაავიწყდება ყველას რომ მშვიდობა ეს ისაა, რაზეც ანგელოზები გალობნდნენ ბეთლემის თავზე, რომ ეს ისაა, რაც შეჰქონდა მშვიდობის თავადს ყველგან, სადაც კი მიდიოდა. . .

დაგვავიწყდება რომ შერიგება ჭრილობის მოშუშებასავითაა. თუ არ დაამუშავე ჭრილობა, თუ არ მოაშორე ჭუჭყი, ისე არ შეხორცდება, არ მოშუშდება. თუ არ დაამუშავე სტერილურად და გულწრფელად ის დაჩირქდება და მანამ იქნება ასე დაჩირქებული, ვიდრე მთელს სხეულს არ დაალპობს.

Advertisements

1 Comment

Filed under Uncategorized

One response to “შალომ

  1. როზენბაუმს რას ერჩოდი? :ლოლ: ან ვისოცკის, ეგენი ისეთივე რუსები არიან, როგორიც მე 😉
    მომწონს “ეპისკოპოსის ბლოგი” და თქვენი გაცნობა მინდა ძალიან :blush:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s