ჭრილობების დამუშავება

ექიმი არ ვარ. უფრო მეტიც, გული მიწუხდება სისხლისა და ჭრილობების დანახვაზე, მაგრამ ეხლა ასეთი კეკლუცობის ფუფუნების საშუალება არა არის.  მახსოვს, როცა ავარიაში მოყევი და ჩემს გვერდით ჩემი საყვარელი ადამიანი შუბლგახეთქილი სისხლისაგან იცლებოდა, არ გამხსენებია რომ სისხლის შიში მქონდა. მაშინ მიხვდი, რომ ყველა სხვა შემთხვევაში უბრალოდ ვკეკლუცობდი.

ჭრილობები, როგორც წესი ძალიან ბევრია და თან healing-chromotherapyსხვადასხვა სიძველის. სიძელისა და მიხედვით ამ ჭრილობებში ჩაწებეულია ქსოველები. ამ ქსოვილის აცლა არაა იოლი. როცა პირველად დაეჯაჯგურები ქსოვილს ისეთი მწარე ტკივილი მოჰყვება, რომ გირჩევნია ეს ქსოვილი ჩალპეს ამ ჭრილობაში.  შეიძება დაალბო ეს ქსოვილი და ყველაზე უფრო ხშირად ცრემლებით დალბობაა უსაფრთხო. დაალბობ და ნელ-ნელა მოაცლი პერანგის  ჩაწებებულ ნაწილებს და შენს წინაშე გადაიშლება უკვე ფერშეცვლილი ხორცი. ჭღილობის ნაპრალი ამაზრზენია და სუნიც საშჳნელი უდის. მერე უკვე ჭრილობა უნდა დამუშავდეს სპირტით ან იოდით. ცრემლებით დასველება აქ ვეღარ გვიშველის. ძალიან მტკივნეულია. ცრემლებზე მტკივნეული. ცრემლების დროს თავი გეცოდება და ასეთ შემთხვევაში, რამდენად ძალიან შესაცოდიც არ უნდა ვიყო, მაინც პოზიტიური განცდაა მეორე ეტაპთან შედარებით. სპირტით დამუშავებისას საკუთარ მიქარულებს ეძებ და აქ უკვე იწყება სინდისის ქეჯნა. დანაშაულის განცდა გაცილებით უარესია ვიდრე თაის შეცოდება. მე მგონი ჯოჯოხეთი არის კუპრის ზღვა და ეს კუპრი არის დანაშაულის განცდა. ამაზე საშინელი განცდა არ არსებობს.

როცა დამუშავდება ჭრილობა, მერე აუცილებელია მალამო. კარგი მალამო. სიყვარულითა და სიბრძნით გაკეთებული მალამო. და მერე ნელ-ნელა დაიწყება შეხორცება.

ძალიან გრძელი  და მტკივნეული პროცესია. თანაც ძალიან თანამიმდევრული.  არაფერი გაოვა თუ მალამოს ჩამხმარ ქსოვილებზე წაისამ,  არც სპირტით უნდა დაიფუფქო ისედაც დაზიანებული სხეული.

მაგრამ თუ ასე ას მოხდება,მაშინ ვერასოდეს გაუმკლავდები ჭრილობებს.  მაგრამ, ხანდახან, როცა ბევრი ჭრილბა გაქვს და ტვინი ვეღარ უძლესა ამდენ ტკივილს, ტვინი იკეტება და თავდაცვის მექანიზმი იწყებს ამუშავებას. ტინი ვეღარ აღიქვამს ტკივილს და შენ ბედნიერი ხარ. მაგრამ როგორც კივილისადმი ხდება ინდიფერენტული, ასევე სიხარულისა და სიყვარულისადმი ხდება ურეაქციო.

გამახსენდა  ჩემი საყვარელი სიმღერა. რუსული სიმღერა, სხვათა შორის, რუსული ფილმიდან: ”თუკი არ ცოცხლობ, მაშინ ვერც მოკდები”. და აირჩიოთ, გვინდა რომ არ გვიყვარდეს, არ გვიხაროდეს, არ ვზრუნავდეთ იმისი შიშით რომ გვეტკინება, იმედი გაგვიცრუდება. . .?

”ИМЕТЬ  ИЛИ НЕ ИМЕТЬ?”

Advertisements

1 Comment

Filed under Uncategorized

One response to “ჭრილობების დამუშავება

  1. რამდენადაც მძიმეა მკურნალობა და განკურნება, იმდენად სასიამოვნოა თავისუფლების განცდა განკურნების შემდეგ. ცუდია ის რომ ამ ყველაფრის განცდას დრო სჭირდება, ძალიან ბევრი დრო ხშირ შემთხვევაში 😦 მომთმენი კი გადარჩება.

    და მაინც… ამ პროცესის გავლას ვუსურვებ ყველას, ვისაც სჭირდება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s