ცხვრები და ლომები

ბავშვობაში თუ  გითამაშია ესეთი თამაში: მდელოზე შეფენილ ცხვარს რომ დაინახავ  ღრმად ჩაისუნთქავ და მთელი ძალით დაიძახებ:

_შაქარი ვინ მოიპარააა?

_მეეეეეეეე!  _ გამოგეპასუხება რომელიმე ბეკეკო. მე და ჩემ დას გვიყვარდა ხოლმე ამისი თამაში ბავშვობაში სოფელ სიონში რომ ვისვენებდით თამარა ბებიასთან.lamb-fred1

ძალიან საყვარელი ცხოველია ცხვარი. განსაკუთრებით ბეკეკო. თავისი პატარა, მიამიტი თვალებით რომ მოგაჩერდება და შემოგცქერის, თითქოს უნდა შენში სადღაც სიღრმეში ჩარჩენილი ბავშვობა გააღვიძოს.  თუ ცოტათი ზომაზე მეტად სენტიმენტალური ხარ,  შეიძლება გულიც კი აგიჩუყოს.  განსაკუთრებით კი მაშინ გაგიმძაფრდება ბატკნის მიმართ ფაქიზი გრძნობები, როცა გაიხსენებ, რომ უფალი ღმერთიც ასეთი ზვარაკია და ჩვენც ცხვრობას მოგვიწოდებს.

_შაქარი ვინ მოიპარა?

_მეეეეე!

ბეკეკოდ თავის წარმოდგენა ძალიან სასიამოვნოა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში,როცა იცი ვისი ფარისა ხარ, როცა თავს დაცულად გრძნობ კეთილი მწყემსის ხელში. განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ 99 შეიძლება დატოვის და ქარაფებზე შენ ერთს დაგოწყოს ძებნა.  ძალიან სასიამოვნოა.

ბეკეკობას რა ჯობია? განა თავად მაცხოვარიც სამსხვერპლო ზვარაკი არაა?

_შაქარი ვინ მოიპარააააა?

_მეეეეეეეეეეეე!

განსაკუთრებით ბეკეკოზე ფიქრისას ვრწმუნდები რომ ადამიანი არის მაგარი მუჭანახევარა. დაიარება  გაზულუქებული  და გაიძახის ”ცხვარი ვარ, ცხვარიო”. რაკი ერთი გავიგეთ რომ ცხვრობა კაი პონტია ბოლომდე ვიძახით ვხვრები ვართო.  ცხვარი როცა ხარ მწყემს გაჭმევს, მწყემსი გასმევს, როვა დაგიძახებს ვინაა ჩემი კარგი გოგოო, შენც ისეთივე წარმატებით გაეპასუხები ”მეეეე-ო” როგორც შაქრის ქურდის მაძებარს.

ვააა, მეც რა შარზე ვარ რა. თუკი ცხვარია შენ რას ერჩი ეეე? იოანე მახარებელმა თვითონ მაცხოვარსაც კი ეწოდა ცხვარი და მე ვისა ტიკი რომარა ვარ ჰა? და რაღა შორს მივდივარ, ღმერთმა არა თქვა ცხვრები უფრო მევასება ვიდრე თხებიო?

_შაქარი ვინ მოიპარააააა?_მეეეეეეეეეეეე!

კომფორტულად გრძნობ თავს როცა ცხვარი ხარ და როცა იცი რომ შენი მწყემსიც ცხვარია. მაგას რა ჯობია? არაფერი გაწუხებს. მარტო თქვი ”მეეეეე”

მაგრამ რა ვუყო იმ განცდას, რომ ძალიან ბრიყვი ცხოველი მგონია ცხვარი.   ცხვარი არაა გმირი იმის გამო რომ  უპრეტენზიოდ გადის გზას მწვანე მდელოებიდან მწვანე ჩაქაფულამდე.

რატომ გვესმის ასე იშვიათად, რომ ქრისტე ცხვარი კი არა და ლომი იყო იუდას ტომიდან. მისი მსხვერპლი სწორედ იმიტომ იყო განსაკუთრებული რომ ლომი ცხვარივით მივიდა სამსხვერპლოზე. ვეებერთელა ლომი, რომელიც საშიშია, მაგრამ არას გერჩის. რომელსაც შეუძლია ერთი დაიღრიალოს და სამყარო შეაზანზაროს, მაგრამ ფრთხილად დააბიჯებს. გინდა ნარნიის ლუსისავით მიხვიდე და ფაფარზე მიეფერო, მერე რა რომ ვეებერთელა ტორები აქვს და ამაყად აზიდული წარბები შეჭმუხნულ შუბლს უფრო მრისხანე იერს აძლევს.  მაგრამ არ გეშინია. ბედნიერი ხარ და ცხვარი კი არა და უფლის წული ხარ.   უფლის წული ხარ და ლომის ხატად და მსგავსად ხარ შექმნილი. შექმნილი ხარ, რათა მართო და მოუარო ”ნარნიას”.aslan2

_შაქარი ვინ მოიპარააააა?

_მეეეეეეეეეეეე!

ძალიან საყვარელი ცხოველია ცხვარი. მაინცა და მაინც ყველაფერში ცხვრები კი არ იყავითო იმ დალოცვილამა.

Advertisements

8 Comments

Filed under Uncategorized

8 responses to “ცხვრები და ლომები

  1. misha

    თუ მოშივდა მაგ შენს ლომს, მუსრს გაადენს ცხვრის ფარას და მერე რომ დაიძახებ შაქარი ვინ მოიპარაო, ლომი გიპასუხებს შეენო.

  2. და როგორია, ლომი გახდეს ისეთი მორჩილი როგორც ბეკეკოა????

  3. ladygreta

    გმირობაც ეგაა, როცა ლომი ხარ და ბეკეკასავით შეგიძლია თავი გადადო, თორემ თუ ცხვარი ხარ აბა რა დიდი ამბავია თუ ცხვრობ?

  4. misha

    მაშ ცხვარი თუ გალომდა ესაც ერთგვარი გმირობა იქნება…

  5. გალომდება კი? 🙂

  6. თუმცა, მაღლა ასვლა და წინწასვლა ყველას უნდა, თორემ ცხვრად, ჭიანჭველად, ინვალიდად და ა.შ გახდომა არავის მოუნდება. ღმერთობა ყველას უნდა… ამიტომ არის ლომისთვის გმირობა გაცხვარება, და არა პირიქით 🙂

  7. Lady greta

    გაცხვარებული ლომები არ გინახავთ? მე პირადად ძალიან ბევრი.

    ადამიანს ღმერთობა უნდა-არ უნდაზრ არაა. მისი განკაცება ჩვენი განღმრთობის შანსია. დამსხვრეული ხატება გამრთელდა და არა თუ დანამსხვრევის იარებისაგან დამახინჯებულ მდგომარეობაში , არამედ უფლისწულის რანგში აღსდგა.

    ლომები ვართ რა 🙂

  8. misha

    ყოველთვის ვგრძნობდი რომ ლომი ვიყავი. ოღონდ ზოპარკში :ლოლ:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s