კანონმორჩილების ჭოჭინა

ერთხელ ერთ სტუმარს დავხვდი აეროპორტში და როცა მოვადექით ბარათაშვილის დაღმართს და თვალწინ გადაიშალა შუაღამის თბილისი_ მშვიდი და ძალიან ლამაზი,  თავი გამოვიდე უკვე მერამდენედ ნათქვამის ათასმეერთედ მოსაყოლად. გადავწყვიტე  ხოხბის ამბით მომეხიბლა სტუმარი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად შემომიტრიალდა ღრმადპატივცემული და მითხრა:

_როგორცა ჩანს თქვენს ქვეყანაში ისევ კორუფციააო.

გამებრაზა. რა შუაშია თბილისის ხედები და კორუფცია. გამებრაზა, რომ 10 წუთის ჩამოსულმა უკვე სერიოზული დასკვნების გაკეთება დაიწყო. აზრი არ ჰქონდა ვარდენბის რევოლუციასა და შევარდნაძის მერე ასფალტებზე საუბრის დაწყებას.  წინადადებები ტვინში ხან აქედან იქეთ გადავაწყვე და ხან იქედან აქეთ. მერე დავანებე თავი ტვინის ჭყლეტას. თავი შემეცოდა რომ დილის 5 საათი იყო და მე კი წუთიც კი არ მძინებია და სამსახურში წასვლამდე ალბათ სულ რაღაც 4 საათის დაძინებას თუ მოვასწრებდი. მე კი ვიდექი და ჩემს ქალაქს ვაწონებდი ადამიანს, რომელსაც ერთადერთი აზრი მოუვიდა განათებული ნარიყალას ყურებისას, თურმე ნუ იტყვი და კორუფცია ყოფილა ჩვენთან.  რამ აფიქრებინა?

_ აეროპორტიდან აქამდე არც ერთ შუქნიშანთან არ გაჩერებულან მანქანები. საგზაო მოძრაობა კანონის უზენაესობის ერთერთი ინდიკატორიაო. – ამიხსნა დიდმა ანალიტიკოსმა.img

იმდენად მივეჩვიე თბილისის საშინელ მოძრაობას, რომ შეხალვათებული ქუჩები კიდევაც მეხამუშება ხოლმე. დღეში სულ ცოტა ორჯერ მიწევს თამარ მეფის ხიდით 24ე სკოლამდე მისვლა და ასეთი დომხალი ალბათ  არც ერთ ქუჩაზე არაა.  ვინ საით მიდის, ვინ საით უხვევს, რამდენ მწკრივდ მიდიან საპირისპირო ხაზზე. . .  მარშუტკები მგზავრებს მესამე და მეოთხე ხაზზე უჩერებენ. ყვითელ ავტობუსებს მძღოლების ყვითელმა ჰალსტუხებმა არ უშველა რომ ოდნავ უკეთ იმოძრაონ.  აი აქ რომ მოხვდეს ჩემი სტუმარი დასკვნები შენ მაშინ ნახე.

იცი, მე მგონი ჩვენს ქვეყანაში მისიონერთა ახალი ტალღაა საჭირო, რომლებიც აბსოლუტიზმს იქადაგებენ.  რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ მე თუ ხეს მოვჭრი ეს ისე კი არ უნდა გავაკეთო, თითქოს ჩემს მეტი არავის მოუვა გუნებაში ხის მოჭრა და ამიტომარაფერიც არ დაშავებულაო. ანდა ტრასაზე მანქანიდან რომ გაიქნევ კოკა კოლის ბოთლსა და ცელოფნების პარკებს იმ ”იმედით” რომ ჩემს მეტი არავინ იზამს ამასო. აბსოლუტიზმი გვაკლია, რომ თითოეული ქმედება უნდა შევაფასოთ როგორც მილიონების ქმედება.

მაგალითად, უნდა წარმოიდგინო, რომ შენ თუ გზის შესამოკლებლად გადაუხვევ და საწინააღმდეგო ხაზში გადახვალ, სანამ სხვები კილომეტრიან საცობში დგანან და იცდიან, იგივე შეიძლება გააკეთოს აბსოლუტურად ყველამ. . .  ნუ, პრინციპში წარმოდგენა არაა საჭირო, რადგან სწორედ რომ ასეც ხდება.

ხო და რას ვამბობდი, რამ ამაღელვა ასე რიგად რომ საგზაო წესებზე დავიწყე წერა. სულ რამოდენიმე დღეა იმ ჯოჯოხეთურ გზაჯვარედინზე საგზაო სამუშაოები დამთავრდა. ეხლა რა მოხდა, უბრალოდ ის რაც დახაზული იყო ეხლა ამოშენებულია და რაც მანამდეც უნდა ეკეთებინა ამაყ თბილისელ მძღოლს, ეხლა იძულებულია დაემორჩილოს ნიშნებს. ხო და ისე საათივით აეწყო იქაურობა თვალებს არ ვუჯერებ. დილით მიმყავს ჩემი შვილები სკოლაში უჩვეულოდ თავისუფალი გამზირით, ვუყურებ ამოშენებულ ღერძულა ხაზს და ეს ყველაფერი ჭოჭინას მაგონებს_ კანონმორჩილების ჭოჭინას.  უფრო სწორედ კი ’აშეინიკს” მაგონებს, ელექტრო საყელოს მაგონებს რომლებსაც ძაღლებს უკეთებენ რომ როგორც კი პატრონის სურვილებს არ დაემორჩილება დაბალი ძაბვის ტალღებს მისცხებს ხოლმე.

კანონს ხომ იმიტომ ვემორჩილებით რომ პატრულის გვეშინია. წითელზე იმიტომ ვჩერდებით რომ კამერების გვეშინია.

copy-of-2აგვისტოს 11ში მარტო იმან კი არ შემაშინა, როცა ომის წინა ხაზიდან წამოსული ჯარისკაცებით დახუნძლული პიკაპების კოლონებს  გადავაწყდი და რუსის ჯარის ფეხის ხმა მომესმა. იმან უფრო შემაშინა, როცა ქალაქში მოძრაობა აირია და აღარავინ აღარ უყურებდა აღარც შუქნიშანს და აღარც ნიშნებს. თითქოს ვიგრძენით განუკითხაობის მოახლოვება. გამახსენდა განუკითხაობის ხანა და შემეშინდა რომ დაბრუნდებოდა.

განა ღმერთის შიში არ გვაკეთებინებს ყველა სიკეთეს? განა სასჯელის შიში არ გვაიძულებს მამა აბრამის ბატკნებივით ვიყოთ? არა და ეგრე არაა რა. ჩვენი რწმენა შიშის გამო კი არ უნდა იყოს ძლიერი, არამედ სიყვარულისა და მადლიერების გამო.  თუკი ეს ასე არ იქნება, მაშინ ყველაფერი ჩვენს კაი კაცობაზე ყოფილა დამოკიდებული და ღმერთი კი ერთი დიდი მევახშე. პოსლეზე გამოგვისყიდა და ეხლა ჩვენ უნდა კარგად მოვიქცეთ, თორემ ცუდადაა ჩვენი საქმე.

რატომ უნდა გჭირდებოდეს შუაგულ გზაჯვარედინზე ბარიერები, გაბა ზოლები არაა საკმარისი? ავტობუსის კარებში რატომ უნდა მდგარიყო მძღოლის თანაშემწე უბილეთო მგზავრებისაგან თავის დასაღწევად.

ნუთუ  ჯოჯოხეთის შიშია აუცილებელი იმისათვის რომ ღმერთი გვიყვარდეს?  jesus_by_tom_dubois1

Advertisements

1 Comment

Filed under Uncategorized

One response to “კანონმორჩილების ჭოჭინა

  1. si, სულ რამდენიმე დღის უკან მეგობარს ველაპარაკებოდი ეკოლოგოიაზე, ნაგვის დაყრაზე ყველგან, სხვის თავზე, სხვის აივანზე, პარკში, გზაში და ა.შ. ასე მითხრა, 60იანებში გერმანიაშიც იგივე მდგომარეობა იყო, მანამ სანამ სახელმწიფომ უზარმაზარი გადასახადები არ დააწესა ნაგვის დაყრაზეო.
    და ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა ასეთი ამ თქვა: შიში უფრო ადვილია ვიდრე სიყვარულიო, რადგან ხალხი მაშინ უფრო გემორჩილება თუ ეშინია შენი ვიდრე მაშინ როცა გიყვარს.
    სიყვარული არ არის ის რაც ადამიანებს ასე ადვილად შეუძლიათ (მარტო ლაპარაკი ვიცით), სამწუხაროდ ასეა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s