გაზაფხულის ყვავილობა

ჩემი ნება რომ იყოს შემოვიღებდი გაზაფხულის დღესასწაულს.off-roaders-0511 დრესასწაული 2-3 დღე გაგრძელდება და ,ცოცავი გრაფიკის იქნება. ყოველ წელს სწორე მაშინ გაიმართება, როცა გარეშემო ყველაფერი ყვავის და საოცარი სურნელი ტრიალებს. დღესასწაუის განმავლობაში რომ  იკრძალებოდეს საქმის  კეთება და მხოლოდ აყვავებული ნუშებისა და ტყემლების ძირას ვისხდეთ და ამ საოცრებით ვტკბებოდეთ. საოცრებით, რომელიც სულ რამოდენიმე დღე გრძელდება. ამ დღესასწაულს ერქმეოდა ”გაზაფხულის ყვავილობა” ან ”დაიჭირე წამი”.

off-roaders-046

რა კარგია რომ არ გვაქვს გაზაფხულის ყვავილობის დღესასწაული, იმიტომ რომ ისედაც იმდენი დღესასწაულები გვაქვს, რომ სადაცაა სამუშაო დღეების რაოდენობას გადააჭარბებს.

off-roaders-0471

რა კარგია რომ არ გვაქვს გაზაფხულის ყვავილობის დღესასწაული, იმიტომ, რომ მერე ხალხი გავიდოდა ქალაქგარეთ და აყვავებული ტყემლებისა და ატმების ძირას დასხდებოდნენ, ბატკნებს წამოაქცევდნენ, მამა-პაპურად გამოტყვრებოდნენ, ცეცხლს დაანთებდნენ და მწვაებს შეწვავდნენ და მერე, როცა ყველა ბოცა გამოიცლებოდა და ყველა მათლაბა მოსუფთავდებოდა გალეშილი ”მუჟიკები” დაერეოდნენ ახლად აყვავებულ ხეებს და სუფრის დასამშვენებლად წამოყვანილი მანდილოსნებისათვის ტოტებს დაამვრედნენ.

off-roaders-0491

მერთო ჩემო, რა კარგია რომ არ გვაქვს  გაზაფხულის ყვავილობის დღესასწაული, იმიტომ, რომ ისედაც ცელოფნის პარკებითა და პლასტმასის ბოთლებით მოფენილი ქალაქის შემოგარენი კიდევ უფრო მეტად აოხრდებოდა.

არა და რა ლამაზად ყვავის ჩემს სახლს უკან ტყემლები,

სახლიდან გასვლა არ მინდა.

art118738spring-blossom-posters

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s