ეკონომიკა როგორ მუშაობს აბა? მე ხო დიდი ეკონომისტი ვარ და ეხლავე ავხსნი.
განვითარების ეტაპი Ν¹
ოდესღაც ადამიანები ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში და ჰქონდათ ის რაც თავად მოჰყავდათ და ნადირობდნენ. თუკი უფრო მეტი მოუნდებოდათ მაშინ აიღებდნენ ქვის ცულებს და შეესეოდნენ მეზობელ ტომს და აახევდნენ რაც მოეწონებოდათ. ამას ერქვა ქვის ხანის რეკეტი.
განვითარების ეტაპი Ν²
მერე იფიქრეს, რაღა ცულებით ვუჩეხოთ ერთმანეთს თავებიო, აგერ ჩემს მეზობლებს კაი ჭყინტი ყველი რომ აქვთ, გადავუტან ჩემს დედალას და გადავუცვლიო. მერე ადამიანმა გამოიგონა ხურჯინი, აჰკიდა მოშინაურებულ ტირანოზავს და დაიწყო სოფელსოფელ სიარული. ასე დაიწყო ნატურალური მეურნეობის ხანა.
განვითარების ეტაპი Ν³
მაგრამ მერე ხალხმა უკვე დიდი მანძილების გადალახვა დაიწყო და მიხვდნენ რომ აღებ მიცემობისათვის მალფუჭებადი პროდუქტები არ გამოადგებოდათ და გადაწყდა რამე ისეთი ჰქონოდათ, რასაც ყველაფერში გადაცვლიდნენ და დაიწყეს ძვირფასი ლითონებისაგან მონეტების მოჭრა. მერე ადამიანებმა გამოიგონეს ქისები და დაიკერეს ჯიბეები.
განვითარების ეტაპი Ν4
ძალიან დამძიმდნენ ჯიბეები და დაიკემსნენ ქისები, მაშინ შეთანხმდნენ ადამიანები, მოდი ეს ძვირფასი მონეტები სადმე საიმედო ადგილას გამოვკეტოთ და კარგად შევინახოთ და ქაღალდის ფურცლები ვატაროთ მათ ნაცვლადო. და მერე გჩნდა შემნახველი ბანკი ”დაჩი”.
გულუბრყვილო ადამიანი რომ ვიყო ვიფიქრებდი, რომ რაც დრო გადის ადამიანები უფრო ენდობიან ერთიმეორეს და კიდევ უფრო სანდოები ხდებიან ვიდრე ოდესმე, ვიდრე მაშინ, როცა დათვის ტყავშემოხვეულები დარბოდნენ ქვის ცულებით. თუკი ეს განვითარება ნდობის მანიშნებელია, მაშინ ჩემი პლასტიკური ბარათი კაცობრიობის ნდობის უზენაესი გამოვლინება ყოფილა.
მომავალში, როცა უკან მოიხედავ და განვითარების განვლილ ეტაპებს გადახედავ, იფიქრებ კაცი, რომ ამ მიწაზე სამოთხის აწყობა შესაძლებელია.
ეხლა ერთი წუთით წარმოიდგინე გაგარინზე პურის საცხობი. რამდენ პურს აცხობს დღეში ეს პატარა, საოჯახო საცხობი? ალბათ, გაცილებით მეტს, ვიდრე მთელ მის სანათესაოს და სამეზობლოს დასჭირდება უახლოესი კვირის განმავლობაში, მაგრამ მაინც აცხობს, რადგან იცის, რომ როცა ამდენ პურს გაყიდის მერე გავა და მეზობლად ციცოს ბუტკაში იყიდის ტომატის პასტას, კარაქს, რძეს, რომელიც ციცოს ძალიან ბევრი შეუძენია, გაცილებით ბევრი, ვიდრე მის ქალ-სიძეს დასჭირდება.
ეხლა ჯონ ლელნონობას დავიბრალებ და წარმოვიდგენ, რომ შეიძლება დადგეს დრო, როცა ვარდანაშვილი თავის ფეხსაცმლის მინი ქაეხანას მთელი სიმძლავრით აამუშავებს და ძალიან ბევრ და ლამაზ აქსესუარს დააწყობს მაღაზიების ქსელში, ოღონდაც მის საქონელს ფასი არ ედება. არც მკერავები და დიზაინერები აიღებენ ხელფასს. რადგან ეცოდინებათ, რომ ისეთი დიდია ურთიერთნდობა ადამიანებს შორის, რომ თუკი ადამიანი მივა და ლენდ როვერის მაღაზიაში ბოლო მოდელის დისკავერის დაქოქავს და მაღაზიიდან გამოიყვანს, ამისათვის კაპიკსაც არ გადაიხდის, რადგან მაღაზიის გამყიდველები ენდობიან ამ ადამიანს და დარწმუნებულები არიან რომ ეს კაცი ძალიან ბევრს და ძალიან ხარისხიანად მუშაობს და თანაც ანაზღაურების გარეშე, და გულაჩუყებულები თეთრის ხელსახოცის ქნევით გამოაცილებენ.
წარმოიდგინე, რომ შრომობ არა იმიტომ, რომ რამეს გიხდიან, რომლითაც უნდა იყიდო ის რაც გჭირდება, არამედ მუშაობ იმიტომ რომ ვიღაცას სჭირდება შენი ნამუშევარი. მუშაობ უსასყიდლოდ და არ გადარდებს, იმიტომ, რომ შენს მეზობლად სხვაც ასე მუშაობს. და კიდევ ერთი უტოპია: ტაქსის მძღოლის შრომაც ისევე ფასული იქნება, როგორც მეცნიერის. . . ფასეული მხოლოდ ადამიანის გულწრფელება და კეთილსინდისიერება იქნება.
Dream on!
დღეს პირველი აპრილიაააააააააააააააააააააააააა