NO COMENT

ჟურნალი კარიბჭე. მართლმადიდებლური ჟურნალი, N 6 (119), 19 მარტი-1 აპრილი 2009. მთავარი რედაქტორი: თამარ მამაცაშვილი. ახლავს საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ-გაზეთების სარეცენზიო სამსახურის ბეჭედი: ძირითადი რეგისტრაციის N 3, მიმდინარე რეგისტრაციის N 102, რეცენზენტ-კონსულტანტი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

გვ. 50-51. ბავშვი ხელოვნურად კვებისას სულიერად უფრო ზიანდება ვიდრე ხორციელად. გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე. ესაუბრა მარი აშუღაშვილი.

_ ზოგიერთ ქალს ჯერ კიდევ სამშობიაროშივე ურძეობის პრობლემა ექმნება. რაიმე სულიერი მიზეზებით ხომ არ არის ეს გამოწვეული?

_ როცა დედას რძე არ აქვს, ცხადია სულიერი დარღვევებია საძიებელი: ბავშვი მარხვაშია ჩასახული, ქალს ორსულობისას ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდა… ეს ზომოქმედებს ქალის როგორც სულიერ, ისე ხორციელ მდგომარეობაზე, შესაბამისად, აისახება ახალშობილზეც..

… როდესაც დედა ბავშვს ძუძუთი კვებავს, სასურველია, ხატების წინ იჯდეს და თან ლოცულობდეს…
_ სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვადასხვა მოსაზრების გამო წყვეტენ ძუძუთი კვებას, ზოგჯერ კი ჩვილს თავიდანვე ხელოვნურად კვებავენ.

_ ეს ძალიან ცუდია…. როგორც არ უნდა მიუახლოვდეს შემადგენლობით ხელოვნური საკვები დედის რძეს, მასთან შედარებით მაინც მკვდარი იქნება. კიდევ ერთს დავსძენ: საკმარისი არ არის მხოლოდ ცხიმებისა და ნახშირწყლების მიღება, ყოველივე ამას დედის რძეში არსებული სულიწმინდის მადლი სჭირდება…

_ … ნებისმიერი ქალი ვალდებულია, განწმენდის ლოცვები წააკითხოს მღვდელს – ამით ის ეკლესიაში დაბრუნების ნებართვას იღებს…

_ ამბობენ: როცა ჩვილი იცინის, ანგელოზებს უცინისო. აქვთ თუ არა ბავშვებს სულიერი ხედვა?

_ ნათლობის შემდეგ ჩვილები თვითონაც წმინდანები არიან. ადვილი შესაძლებელია, ხედავდნენ კიდეც ანგელოზებს და მათ უცინოდნენ.

გვ. 31-32. ცოლ-ქმარი დიდხანს ნუ განეშორებით ერთმანეთს, ცოდვა რომ არ ჩაიდინოთ. გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე. ესაუბრა მარი აშუღაშვილი.

………

– რა მნიშვნელობა აქვს უბიწოების დაცვას ქორწინებამდე?
სულიერი ბეჭედია და ამ ბეჭდის ახსნა ჯვრისწერის – უფლის კურთხევის გარეშე არ შეიძლება…

……

– ჩვენთან რატომღაც მამაკაცებს ნაკლებად მოეთხოვებად ქორწინებამდე უბიწოების დაცვა. ის კი არა და, საერო ცხოვრებაში ეს კაცის სირცხვილადაც ითვლება….

– უბიწოების დაცვა ცხადია მამაკაცსაც მოეთხოვება… თუმცა ქალს მაინც უფრო მეტი მოეთხოვება. მრუშობისთვის მისთვის უფრო მკაცრი სასჯელი იყო დაწესებული, ვიდრე მამაკაცისათვის.

– არსებობს შეხედულება, რომ უბიწოების დამცველ მამაკაცს ქორწინების შემდეგ ურთიერთობის პრობლემები ექმნება…

– ეს ბოროტის მანქანებაა…. ჭეშმარიტ მართლმადიდებელს ასეთი პრობლემა არა აქვს … ეს ბოროტის შთაგონებით ხდება, რომელიც აშინებს და აბრკოლებს ადამიანს.

– ზოგჯერ ახალგაზრდები უბიწოდ ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთთან შეთამამებულნი არიან – ეხებიან, ეფერებიან, კოცნიან ერთმანეთს…..

ჟურნალი კარიბჭე. მართლმადიდებლური ჟურნალი, N 26 (113), 25 დეკემბერი-7 იანვარი 2009. მთავარი რედაქტორი: თამარ მამაცაშვილი. ახლავს საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ-გაზეთების სარეცენზიო სამსახურის ბეჭედი: ძირითადი რეგისტრაციის N 3, მიმდინარე რეგისტრაციის N 97, რეცენზენტ-კონსულტანტი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

გვ. 27-28. ფსიქიკური ავადმყოფობა თუ შეპყრობილობა. გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე.

…….

-რა ნიშნები აქვს სულიერ სნეულებებს?

-სულიერი დაავადებები, სხვაგვარად ბოროტისაგან შეპყრობილობას, რომ ვეძახით, როგორც წესი, ეკლესიაში ვლინდება. მსუბუქი შეპყრობილობის შემთხვევაში ადამიანს ეკლესიაში შემოსვლისთანავე თავბრუ ესხმის, მთქნარებას იწყებს, თავს სუსტად გრძნობს, გარეთ გასვლა უნდება, ჰაერი არ ყოფნის. თუ სიწმინდეებს მიუახლოვდება, განსაკუთრებით – ჯანმრთელობის პარაკლისის აღსრულებისას, შესაძლოა გულიც წაუვიდეს, გონება დაკარგოს. ძლიერი შეპყრობილობისას კი ეპილეფსიის მსგავსი გულყრა ემართებათ, კანკალებენ, პირიდან დუჟი გადმოსდით.

…..

-როდის შედიან ადამიანში დემონები?

-… ადამიანში ბოროტი შეიძლება შევიდეს როკმუსიკის, განსაკუთრებით – მძიმე მეტალის მოსმენის ან შესრულებისას, პროფესიული სპორტით ძლიერი გატაცებისას, ჰიპნოზისას, ზოგიერთი სატელევიზიო გადაცემის ყურებისას და ა.შ. … ზოგჯერ ბოროტი ავადმყოფობას, ტრამვებს, ავარიის შედეგებს ეფარება და ისე მოქმედებს. ხშირად გაიგონებთ: “ანგინა გამირთულდა” ან “ავარიის შედეგად დავრჩი ხეიბარი”… მინდა ექიმებს მივმართო: როდესაც ჩვეული მეთოდებით ავადმყოფს დიაგნოზს ვერ უსვამენ, პაციენტს ეკლესიისაკენ მიუთითონ…

ესაუბრა მარი აშუღაშვილი

Advertisements

8 Comments

Filed under Uncategorized

8 responses to “NO COMENT

  1. Pingback: ქაღალდოშემოქმედება « LadyCrow’s Weblog

  2. ღმერტო უშველე ყველა გაჭირვებულს!

  3. აუ, მე ეს მარგალიტები ფეისბუქზე მანახეს და იმენა, გავაფრინე! გლიჯამენ! 😀 ის მომეწონა, თურმე დედა ბავშვს რომ ძუძუს აწოვებს, ხატებს უნდა უყურებდესო… 😀 კაი რამეა, ჩემმა მზემ!!! და არაქრისტიანმა დედამ რას მიუშვიროს ძუძუები, ორი დღეა ამაზე ფიქრმა დამტანჯა 😀

  4. არ მესმის რატომ ამახინჯებს და აკნინებს ასე ძალიან ზოგიერთი სასულიერო პირი ქრისტიანულ რელიგიას. ძალიან ცუდია და სრულიად მიუღებელი ჩემთვის.

  5. nifiga sebeeeeeeeeeeeeee :O

    am yvelafers seriozulad ceren???

  6. enzela da ia

    მე მრცხვენია, რომ მართლმადიდებელი ვარ !!!!!!! უკვე დიდი ხანია!
    მე ოფიციალურად მინდა ვიკითხო და აუცილებლად ვიკითხავ საპატრიარქოში: ყველას, რომ თავი დავანებოთ, საერთოდ მაცხოვარსაც კი.იქ რომ წავლენ სადაც ამ იდეოლოგიით გაჯჟღენთილ მოძღვრებს და მათ ეროვნულ და ერთ მორწმუნე მრევლს, რომ კითხო სასუფეველში ყველაზე დიდი “გავლენა” ერთმორწმუნე, ქართველებს ექნებააა! შოთას იმ სულმნათს როგორ უნდა შეხედონ თვალებში ???????????????

  7. mai

    ყველა უვიცმა ყველაფერზე არ უნდა ილაპარაკოს.დილეტენტი როცა ხარ სხვა კ არ უნდა გაკიცხო, არამედ უნდა გაეცნო შესაბამის ლიტერატურას და დასკვნები მერე იყოს.

  8. me

    ყვერები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s