9 აპრილი

”მთელი ცხოვრება სინათლეს ვაღვიძებდი და სიბნელე კი გამომიღვიძებია”

აკაკი ბაქრაძე

bscap0354uu020 წლის უკან ერმა გამოიღვიძა.

ხანდახან მძინარეები უფრო კარგები ვართ, ასე არ გეჩვენებათ? ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ოქროს შუალედი ვიპოვოთ მონურ მორჩილებასა და ამბოხებას შორის.

20 წლი ძალიან დიდი დროა ერთი ადამიანის ცხოვრებისათვის. ძალიან დიდი დროა იმისათვის, რომ შეცდომად ჩაითვალოს. მამარდაშვილს უთქვამს, ხანდახან არსებობს ხანა, რომლის გაანალიზებაც კი არ ღირს, იმიტომ რომ ნულოვან ამოცდილებას იძლევა. 20 წელი ძალიან დიდი დროა იმისათვის რომ ნული იყოს.

არა და მართლა ნულის ტოლია ჩვენი გამოცდილება. 20 წელი გავიდა და ყველა ახალი ხელისუფლება რევოლუციით მოდის.  ტიპებს ვირჩევთ ლამის 100% ხმებით და მერე 3-4 წლის მერე მთავრობის სახლის წინ დავჩხავივართ.

რამე უნდა გამოვიგონოთ ისეთი ჩვენი განძრევა რომ არ ესაჭიროებოდეს და ისე რომ აშენდეს ქვეყანა. ”ღვთისმშობლის  წილხვედრობა” კარგია, მაგრამ მაინც იძულებული ვართ რაღაც ვაკეთოთ. იქნება მონარიამ გვიშველოს? ხო რა, იქნება მეფე თუ გვეყოლება და შუასაუკუნეების დროინდელ ფეოდალიზმში თუ დავბრუნდებით აღარ გვქონდეს რაღაცეებზე პრეტენზია და ვიცხოვრებთ ლაღად.

გული მიმდის, როცა ტელეეკრანებიდან ღაღადებენ, რომ ქართველი ერი ბრძენია, არა და ყველა გულისხმობს იმას, რომ ხალხი ბრბოა და ხალხი შტერია, იმიტომ რომ დღესაც ზუსტად ისე მოიქცევა როგორც გუში და გუშინწინ და რომ ჩვენ ის ხალხი არ ვართ, რომლებიც 1000ჯერ დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს.

მე მგონი ჩვენ ისევე გვძინავს. ყოველ შემთხვევაში, ასე მირჩევნია მჯეროდეს, რომ გავიღვიძებთ და უფორ კაი ტიპები ვიქნებით.

”სულ ძილი ძილი,1209115434_iliaa

როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!”

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s