”მამა მია”

იმისათვის რომ თავი დამეღწია დღევანდელი დღის სიმძიმისათვის გადავწყვიტე YouTube -ზე მეძრომიალა (დაილოცოს მაგისი გამომგონი). მე და ჩემი ნანიკო ვისხედით კომპიუტერის ეკრანზე მიწეპებულები და საუნდტრეკებს ვათვალიერებდით. mama_mia_104 ვიჯექით და ვუყურებდით კლიპს მერილ სტრიპის ახალი ფილმიდან ”მამა მია”, ეპიზოდს, როცა დონნა შესცქერის სარკის წინ მოტრიალე თავის ოქროსთმიან გოგონას  და უმღერის. ალბათ, ვერც ერთი დედა ვერ ნახავს ამ ეპიზოდს გულგრილად. ალბათ, ყველა დედა ერთსა და იმავეს განიცდის შვილის ქორწილის დღეს.  და საქმე მარტო ქორწილში არაა ნამდვილად. . . ნუ გეჩქარებათ გაზრდა ბავშვებო!!! ნუ გეჩქარებათ, იმიტომ რომ ეს ოხერი დრო ისე მამაძარლურად მიიპარება, რომ ვერ ვასწრებ ვერაფერს, რაზეც კი ვოცნებობდი ფეხმძიმობისას. ვერ მოვასწარი იმ კაბების შეკერვა საზეიმოდ რომ უნდა ჩამეცმია ბაღში (ზოგი კი მოვასწარი, მაგრამ ყველა ვერა), ვერ გავაკეთე სურატების ალბომები, როგორიც მინდოდა, ვერ დაგიქარგე საბანი, ვერ გასეირნე პარკში, ვერ მოგიწყვე ოთახი. . .2008_mamma_mia_007 გაგეცინება კაცს, იმიტომ რომ ჩემი ნანიკო ჯერ სულ 12 წლისაა, მაგრამ იცი, დიდი ხანი კი არ გასულა მას შემდეგ, რაც დაბადების დღის ტორტში პირველი სანტელი ჩააქრო. ის დაბადების დღე არ დამავიწყდება. საღამოს, როცა სტუმრები გავისტუმრეთ და ბავშვიც დავაძინეთ, სამზარეულოში გარეცხილი თეფშების მთებიდან გამოვძვერი, ოთახში შემოვედი და შევცბი. ნასვამი, ატირებული მიხა სასცქეროდა მზინარე ბავსვს. ”იცი რა მალე გაირბენს წლები. . . ყოველ დაბადების დღეზე ყველა იზეიმებენ და მარტო მე და შენ გვეცოდინება, რომ მალე ჩვენი სვილი გაგვიფრინდება სახლიდან. . .” ეს იყო და ეს. მაში ბევრი ვიცინე. ჯერ მხოლოდ 1 წლისაა-მეთქი, ვამშვიდებდი. მეტი მიხას აღარასოდეს უთტქვამს რამე ამ 12 წლის განმავლობაში, მაგრამ ყოველ დაბადების დღეზე ჩუმად, გულში ორივეს ის საღამო გვახსენდება. მთელი დღეა ამ კლიპს ვატრიალებ და ეხლა მივხვდი, რომ ნამეტანი მომივიდა, იმიტომ, რომ ყელში გაჩრილი ბუშტი რიყის ქვად გადამექცა. ის გრძნობა, რომელიც დღეს განვიცადე, იყო სადღაც შორეული წარსულის ტკივილის უცნაური რიმეიკი. შორეული ტკივილისა, რომელიც ჩემი მშობლების თვალებში დავინახე ოდესღაც, ტკივილისა, რომელიც მიხას ცრემლებში იყო, ტკივილისა, რომელიც შორიდან შემომცქერის ყოველთვის, როცა სარკის წინ მოტრიალე ნანიკოს შევცქერი. article-1088254-028b2db5000005dc-917_468x331_popup1 ნუ გეჩქარებათ ბავშვებო გაზრდა!!! საკუთარ ბავშვობას ისე ნაბიჯნაბიჯ გამოვემშვიდობე, რომ ვერც კი ვიგრძენი ისე გავიზარდე, მაგრამ აი, შვილების ბავშვობასთან განშორება ძალიან ძნელია. ნუ გეჩქარებათ ბავშვებო გაზრდა!!!!  ვეღარ გისვამთ კალთაში, ვეღარ გაძინებტ ხელში, ვეღარ გაცმევთ ჩვენს ჭკუაზე. . .

მაგრამ როდის იყო დედის წკუაზე ყოფილიყოს აწყობილი ეს სამყარო. .  და კარგიცაა. . .

გამეზარდე სიხარულო,

გამეზარდე დედას ქალობა,

გამეზარდე ცემო პატარა ბეღურა,

არც პირველი ვარ და არც ბოლო ვიქნები. . . .

Advertisements

2 Comments

Filed under Uncategorized

2 responses to “”მამა მია”

  1. vaii,tbilis posti 🙂
    miuxedavad imisa,rom dedobamde gasavleli gsa shori mechveneba,ragac zalian ise gaqvs dacerili,axlos ro movida da gatba 🙂

  2. annieani

    ძალიან დიდ პატივს გცემთ ქალბატონო რუსუდან ❤
    არაჩვეულებრივი ადამიანი ჩანხაღთ.
    ეს პოსტი კი გულის ამაჩუყებელი იყო. ღმერთა დიდი გაგიზარდოთ თქვენი შვილი და ყველა დედას ❤

    მე კი მაინც ვჩარობ გაზრდა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s