რუსოჯღანას აფერისტული მონოლოგი. . .

არც კი ვიცი რა დავარქვა ამ განცდას. . .

მონატრება?

4444dscf5181

არ ვიცი. . .

არასოდეს მომნატრებია ამ 15 წლის განმავლობაში და რაღა ეხლა მენატრება, როცა ვიცი რომ ვეღარ ვნახავ.

არასოდეს მომნატრებია სანამ ცოცხალი იყო და როცა ეს უცნაური განცდა მეუფლება ასე მგონია ჩემს ტვინში თუ გულში ზის და მეუბნება: ”აფერისტო რუსოჯღანა, როდის იყო რომ გენატრებოდი”. . . სულ ის მახსენდება ერთხელ რომ მითხრა:”ეგ ზღაპარი შენს შვილებს მოუყევიო”. . .

მალხაზმა თქვა:”ბენის სიყვარული ადვილი არ იყო. ძალიან ბევრჯერ მაცვა ჯვარს, მაგრამ მასწავლა როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი პირობების გარეშე.” მე არ მინდოდა ამ სირთულეებში გარევა და ამიტომაც არც მენატრებოდა.

რატომ მესიზმრება ასე ხშირად? და ყველა სიზმარში ერთი და ეგევე სიტუაციაა:  შემოდის ოთახში თავისი ირონიული ღიმილით და დაგვცინის: ”რა მაგრად დაგაგოიმეთო, ხომ მაგრად ვიმასხრე და გავითამაშე მთელი ეს სიკვდილის სცენაო”. . .

რატომ განვიცდი სინდისის ქენჯნას, როცა ნიკას ვეფერები? რატომ მგონია, რომ დანაშაულია, როცა მე მაქვს ნიკას მოფერების საშუალება და მას არა. . .

22032007007

”შენ მშვიდათ იყავი რუსოჯღანა, მე ჩემს შვილს ვეფერებიო”_ ალბათ მეუბნება.

რატომ მირჩევნია, რომ მოვიხსენიო, როგორც ”საზიზღარი”, ”გველი”, ”დეგენერატი”. . .? ალბათ იმიტომ, რომ ასეც მივმართავდი ხოლმე. . .

არ ვურეკავ ნინოს, იმიტომ რომ რა უნდა ვუთხრა? რა შეიძლება ვითხრა 21 წლის ქვრივს?

”ნინი, როგორ ხარ?”- რა სულელური შეკითხვაა. . . როგორ უნდა იყოს, როცა ყოველი მეორე წინადადებისას თვალები უცრემლიანდება და, ალბათ როცა არ უცრემლიანდება, უბრალოდ ყელში მობჯენილ ბოღმას ებრძვის.

”არა მიშავს, შენ როგორ ხარ?”

-მე როგორ ვარ? არა მიშავს. კარგად. (უბრალოდ ყოველ მოერე ღამეს მესიზმრება ბენი, თორემ ისე არა მიშავს რა).

dscf5270

untitled-11

საზიზღარო, ძალიან მომენატრე. . . . . . . .

Advertisements

4 Comments

Filed under Uncategorized

4 responses to “რუსოჯღანას აფერისტული მონოლოგი. . .

  1. piccolina

    ყოველთვის ეგრეა, როცა გვერდით გვყავს ადამიანი არც კი ვფიქრობთ რომ ოდესმე შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და მამენტ არც ვაფასებთ რომ გვერდით გვყავს
    არ ვკონტაქტობთ ხშირად წიპა “მაინც აქ არის, სად წავა, როცა მინდა ვნახავ”
    და როცა ვკარგავთ მერე ვნანობთ რომ ხშირად არ ვნახულობდით, ან ვკონფლიქტობდით…
    ეგ სიზმრებიც იმიტომ გესიზმრება, რომ არ გინდა ამ ადამიანის ხელიდან გაშვება და დაჯერება, რომ ვეღარასოდეს ვეღარ ნახავ

    თანაგიგრძნობ

  2. merabi

    Ruso, movixsenieb cina komentars, ar vicnob im adamians, magram zalian mokle da shinaarisni cerili akvs dacerili chans, rogor sheuzlia megobrobac da sagi azris gamotanac. shen ki chemo dako ise mzimed nu ganicdi vidre realobashia, vgulisxmob ratqmaunda pirad urtiertobas.. tumca grznoba tqvenia da tqven uket gaacnobierebt, ra qejnaa.. arada sakitxadac mnishvnelovania, sicocxle da cxovreba.. gautvaliswinebeli shemtxvevebi.. ucnaurobebi.. sinanuli.. ragacit kmayofileba..
    me ki vfiqrob, genatreba imitom rom mnishvnelovani adamiani iyo..
    msgavsi fiqrebi mec mawuxebs ..

  3. .............

    რა საშინელებაა, როცა სიკვდილიც კი ვერ გვასცავლის სიცოცხლის შეფასებას! როგორი გულის ამრევია როცა შენ ვინც გზაში ხარ მასზე ვინც სახლშია ამბობ: მნიშვნელოვანი ადამიანი იყოო.

    განა იყო ? ვიდრე აქ იყო ერთი საძაგელი ბიჭი იყო! ახლა აღმოვაჩინე, რომ მიყვარდა და საძაგელი კი არა სამართლისა და სიმართლის სამოთხე ტრიალებდა მის გარშემო და ჩვენი გზა შინისკენ სინანულად მექცა. სინანულად, რომელმაც ცხოვრება ამომიტრიალა და დამაფეთა.
    არის განა საჭირო კიდევ რაიმე ვთქვა, მასზე ვინც ერთი ცხოვრებიდან მეორემდე ზვადი იყო, მეორედან მესამემდე ბენი ხოლო მესამეში სინდისად გვექცა ყველას ვინც ვიცნობდით?

  4. Alexandros

    adelfos…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s