ბზობა

ამ დღით იწყება მთელი წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა.palm-sunday-uk

წელს ეს დილა დაიწყო წვიმით. ძალიან ციოდა თბილისში. ცოტა არ იყოს გვეფიქრებოდა, იქნებ არც ღირდეს ამ საშინელ ამინდში ქუჩა-ქუჩა წოწიალი პალმის ტოტებით ხელში. უკვე წარმოვიდგინე სულ მთლად სველი როგორ ვისხდებოდით ორი საათი მსახურებაზე, როგორ შეგვაშრებოდა ტანისამოსიცა და ფეხსაცმელებიც. . .

მაინც წამოვედით. ალბათ იმიტომ, რომ გაგვიტყდა უამონდობასთან დამარცხების აღიარება.  სანამ დავით აღმაშენებლის ძეგლამდე მოვედით  სულ მთლად დავსველდით, მაგრამ არავინ შეგვხვედრია. უბრალოდ ტრასაზ აწყვეტით მომავალი მანქანები ანელებდნენ სვლას, შემოგვხედავდნენ, პირჯვარს იწერდნენ და მიდიოდნენ. დიღმის მასივში უკვე ისე აღარ წვიმდა. ხალხი უკვე მოძრაობდა ქალაქის ქუჩებში.  ზოგი ბზის ტოტების შეკვრით ეკლესიიდან ბრუნდბოდა, ზოგიც მაღაზიაში იყო ჩამოსული ჩუსტებით. ზოგი გვიღიმოდა და ბზობას გვილოცავდა, ზოგიც ეჭვის თვალით გვიმზერდა: ”თუ ყველაფერი რიგზე აქვთ ამ ხალხს, პალმის ტოტები რატომ უჭირავთო”.

ნეტავი რას ვულოცავთ ერთმანეთს ბზობას?

palm_sunday1

ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. არა მგონია მისალოცი იყოს ის, რომ ადამიანები მიეგებნენ იესოს, იმიტომ რომ სულ სხვა ვინმე ეგონათ.  შეიძება ცოტა გაოცებულებიც იყვნენ იერუსალიმის მკვიდრები, როცა ქვეყნის გამომხსნელი ვირზე ამხედრებული და უიარაღოდ შემოვიდა ქალაქში, მაგრამ ისე ძალიან უნდოდათ რომ მესია ენახათ, მესია, რომელიც გაათავისუფლებდათ რომაელთა ტყვეობიდან, რომ აღარავინ უყურებდა მესიის აქსესუარებს. მოდიოდა იესო, მის წინ იხრებოდა ყველა მუხლი და იფინებოდა პალმის ტოტები და ტანისამოსი. . .

მოდიოდა იესო და ეტირებოდა. ვერაფერიც ვერ გაიგეს ამ ყრუ ადამიანებმა.

”.. . თვალები დაუბრმავა და გული დაუხშო მათ, რათა თვალებით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ. . .”

post-768-11767378651

ერთმანეთს არ უნდა ვულოცავდეთ ბზობას.

ეს არაა ის დღე რომელსაც უნდა ზეიმით აღვნიშნავდეთ; რის შესახებაც უნდა ვუყვებოდეთ შთამომავლობას სიამაყით, იმიტომ, რომ მისალოცი დღე არაა. ეს ის დღეა, როცა მშვიდობის თავადი განრისხდა. განრისხდა და სულ მიამტვრ-მოამტვრია ყველაფერი.  ეს ის დღეა, როცა იესომ სახრით გაწმინდა უკეთურებისაგან მამამისის ტაძარი. ეს ის დღეა, როცა ლომმა იუდას ტომიდან თავისი სახე დაანახა ხალხს.

jesus_angry1

მე მგონი, თუკი რამე ლამაზი და ნათელია ამ დღესთან დაკავშირებით, ეს არის ერთი გონჯი და უნამუსო კაცი. კაცი, რომელიც ხეზე ამძვრალი უმზერდა დიდებით მომავალ მშვიდობის თავადს. მე მგონი იმხელა ბრბოში ზაქე იყო ერთადერთი, ვინც მიხვდა რა ხდებოდა მის თვალწინ.

zacchaeus_2

გილოცავთ ზაქეს დღესასწაულს!!!

Advertisements

3 Comments

Filed under Uncategorized

3 responses to “ბზობა

  1. samuraisxmali

    ვფიქრობ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ზაქე რას ხვდებოდა, ან ხალხი რას ვერ ხვდებოდა…
    ბზობით აღინიშნება იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, როდესაც მას პალმის რტოებსა და ტანსაცმელს უფენდნენ… ბზობის დღესასწაული სწორედ ამას გვახსენებს და ამიტომაც აღნიშნავს მას მთელი ქრისტიანული სამყარო…..

  2. Alexandros

    Sworedac rom udidesi mnishvneloba konda ras xvdeboda zaqe, misi ambavi tyuila ar aris saxarebashi moyvanili–macxovris Ierusalimshi shesvlisas.. Zaqe xvdeboda tu vistvis modioda (xazs vusvam–vistvis) Qriste…

  3. ირაკლი

    ზაქე აქ მართებულად მოაზროვნე მომავალია?
    თუ ერთეული?
    აქცენტის გადატანა ზაქეზე?
    ბზობასთან დაკავშირებით უფრო მეტი პრობლემებია, მართლაც რამე თუ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც კი იციან რას აღნიშნავს
    მაგრამ ეს ისე ხდება ინსტიქტებით ესეც კარგია…
    დანარჩენმა საზოგადოებამ კი ვინც რაიმეს ხვდება კეთილი ინებოს და გაანათლოს დანარჩენი მიუხვედრელი მასა
    ცოდნის გაცემა ხომ ასე იოლია დღევანდელ სამყაროში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s