შარშან ამ დროს. . .

ძალიან დიდი ხანი გავიდა გასული წლის 14 ივნისიდან. ეს დიდი ხანი არც დრეებით იზომება და არც წყთებით. ეს დრო ფიქრებით, ტკივილებით, სიხარულებით, ცრემლებით, ოცნებებითა და შიშებით გაიზომოს. დრო ხან გზრდის, ხან გაბერებს, ხან გაუხეშებს. მაგრამ დრო დრო არის და გვინდა თუ არ გვინდა მის კანონებს ვემორჩილებით.

შარშან ამ დროს ქორწილის ორმტრიალში ვიყავით. ორი ადამიანი ცხოვრებას უკავშირებდა ერთმანეთს, მაგრამ იმდენად დიდი ქაოსი იყო მათ გარშემო, რომ იძულებულები გავხდით წელს აგვეყვანა ჯვრისწერის ადგილას, რომ გვეჩვენებინა რა ხდებოდა მაშინ. როგორც მამა ბასილმა თქვ: “ყველა დამნაშავე დანაშაულის ადგილს უბრუნდებაო”. IMG_2413

ყველაზე ლამაზი წუთები შარშანდელი ჯვრისწერიდან:

* ნანას მუსიკა. . .

* გვირილებით სავსე მოინდვრები. . .

* 1 კვირიანი გადაბმული წვიმების შემდეგ სასწაულებრივად ამშრალებული გზა და კაშკაშა მზე.

*უცნაურად შემოსილი ადამიანები

* გვირგვინების პროცესია,

*იმედა ჩემოდნებით ხელში

წუთები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება:

* 2 დღის ნაოპეაციები ლელა, რომელიც წითელი ღვინისა და მცხუნვარე  მზის წყალობით სისხლში მოცურებული გააქანა საავადმყოფიში ჯუღამ და ნანამ.

* მშიერი მასპინძლები

* ბალახებში ჩამჯდარი უმეთვალყუროდ მიტოვებული ნევილ კალამი,

* ერთი ტომარა მშრალი სპირტი, რომელსაც არ მოეკიდა ცეცხლი.

* და კიდევ ძალიან ბევრი რამ. . .

ეს იყო ქორწილი, რომელიც არასოდეს დაავიწყდება არავის. არასოდეს დამავიწყდება ის ცა, ის მინდორი, არც გვირილები, და ისევ მუსიკა, რომელიც თითქოს მთელს თრიალეთს აზანზარებდა. . .

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s