მძაფრსიუჟეტიანი პოსტი

ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს და ყოველთვის რეჟისორების გადაჭარბებულ მოწადინებად მიმაჩნდა.

ზოგადადაც ხომ ასეა, სცენის მიღმა მომხდარი უბედურება გაცილებით უფრო მძაფრია ვიდრე სცენაზე, მაყურებლის თვალწინ გათამაშებული. აი ასე, ჩემი მზერის, ჩემი აღქმის უნარის მიღმა მოხდა ყველაფერი. მერე ვიგრძენი რომ ვიღაცამ წყალი დამაცალა თავზე. ვერ ვიტან სახეზე წყლის მისხმას. სული შემეხუთა და ძლაივას ამოვისუნთქე:

“ცოცხალია, ცოცხალია!!!” მომესმა და თვალები გავახილე. ვერაფრით ვერ მივხვდი რატომ მესიზმრებოდა ეს ყველაფერი, მე ხომ სამსახურში მივდიოდი, ტრენინგი მქონდა ჩასატარებელი. გიგა და აჩიკოოო . . . .და გიგა და აჩიკო?  აი აჩიკოც, მისი ახალი სალათისფერი პერანგი სისხლში იყო მოსვრილი, თავზე მედგა. . . შეიძლება თავზე არ მედგა. . . არ მახსოვს. . . ის მახსოვს რომ გიგა ტრასის ღეძულა ხაზზე იჯდა გამტკნარებლი და სულელურად მიღიმოდა. . . “გიგას იქ რა უნდა?!!” დავიყვირე და ცხვირიდან წამსკდარი სისხლი ვიგრძენი. გარს ძალიან ბევრი მანქანა და ბევრი ადამიანი გვეხვია. . . “ამას ამოვამტვრევ თორემ მანქანას ცეცხლი გაუჩნდება” მეუბნება ვიღაც.  მანქანას იმდენი რამ ჰქონდა დამტვრეული რომ აზრი არ ჰქონდა ამის კითხვას.

“რაც მთავარია ყველა ცოცხლები ხართ.” მამშვიდებდა სავსემკერდიანი ქალი, რომლის სახე არ მხსოვს. მახსოვს მისი ვარდისფერ ყვავილებიანი ბლუზონი. გადმომიყვანეს და ტრასაზე დამაწვინეს. აი მაშინ მივხვდი, რომ რეალური იყო ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. ყველას ვეკითხებოდი, რა მოხდა მ ეთქი. მახსოვდა ტელეფონის ნომრები, რომლებსაც რომ მომკლა ვერ ვიხსენებ ხოლმე. მაგრამ არ მახსოვდა რა მოხდა “ვეფხი და მოყმის” შუქნიშანს რომ გამოვცდით და მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებას ვწუხდით. . .  აი ამასა და ამ კოშმარს შორის. რვიანებით იარეო. . .  არ მახსოვს. საწინააღმდეგო მხარეს მომავალ მანქანას ისეთი ძალით შევასკდით, რომ კინაღამ მტკვარში გავისროლეთ. . . . არ მახსოვს.

ჩემს შვილებთან მინდა მეთქი, დავიწყე ტირილი. შენი შვილებიგადარჩნენო, დამამშვიდეს, აჩიკო და გიგა იგულისხმეს. ამასობაში გიგამ შემოყო თავი მანქანაში და ბოტასი აიღო, მერე მოვიდა და მეკითება:

რუსო, სად მივდიოდით?

ტრენინგზე გიგა?

რა ტრენინგზე?

გენდერის ტრენინგზე. . .

ხოო??

გიგა, ბებო რომ საავადმყოფოში წევს გახსოვს? ვიფიქრე ცოტა უფრო ახლო წარსული გადამემოწმებინა.

დიდი ხანია საავადმყოფოშა?

წუხელ დავაწვინეთ გიგა.

და მე რა მინდოდა სენს მანქანაში?

iccn-ში მივდიოდით ტრენინგზე?

ხოო?    მეკითხებო გაოცებული გიგა და შუბლიდან სისხლებს მწმენდდა.

მერე, სასწრაფოს მანქანა. . .

მერე მამაჩემი, “ნუ ტირიხარ მამიკოო” -ზნაჩიტ ვტიროდი

მერე სასწრაფო, საკაცე. . .”მეც მშვენივრად შემიძლია სიარული. . .” მაგრამ ვინ გისმენს. “დადგება ჟამი, როცა სხვები შემოგარტყამენ სარტყელს და წაგიყვანენ სადაც მათ უნდათ. . .” ვააახ, კარგი რა, ეხლა ციტატების დროა ღმერთო?

აჩიკო ჩემს სასწრაფოს მანქანაში იჯდა და ჩემი ხელი ეჭირა. მე მოღებული მქონდა ჩამტვრეული კბილებიანი პირი და ვღრიალებდი.

ME

მერე რაღაც საშინელი საყელოთი დაფიქსირებული კისერი, რომელიც პირის გაღების საშუალებას არ მაძლევდა. ეს ჩემო ვარაყიანი ცხვირი კი სისხისა და ტირილისაგან ბლოკირებული იყო. “ვერ ვსუნთქავ, მომხსენით ეს უბედურება!!!” ამის საპასუხოთ “ვერ სუნთქვის” წამალი, ჟანგბადის სასუნთქი ნიღაბი მატაკეს. აი ახლა კი ნამდვილად გავიგუდები მეთქი ვიფიქრეეე. . .

მერე კი უკვე “დოქტორ ჰაუზის” ტელეგმირი მეგონა თავი. საავადმყოფოს განათებული ჭერი, რომელიც საოცარი სიწრაფით მიფრინავდა (ესეც კინოში მაქვს ნანახი).

მერე დარბაზი, ჩემსავით სისხლში მოთხვრილი ადამიანებით სავსე. ღმერთო ჩემი, ყველას მე ვუტირე ყოფა?

“არა გენაცვალე, ზოგი ხაშურის ავარიის ხალხია, ზოგი თბილისის” -მიპასუხა თეთრხალათიანმა. ზნაჩიტ ის კითხვა ხმამაღლა დავსვი.

მერე, შემომაჭრეს ნანიკოს საყვარელი “საროჩკა”. ცრემლები გადმომცვივდა, თითქოა მაგის მეტი არაფერი დაზიანდა იმ დრეს.

მერე დიდი აურზაური. . .  ვენების ძებნა, ჭრილობების დამუშავება, “მიხოო შემომიყვანეეთ”,  ჩემს გარშემო თეთრხალათიანები რიგითი მოკვდავებისათვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ.

მერე. . .  მერე ძალიან ბევრი რამ მოხდა. . .

უკვე გიგა და აჩიკოც გაწერეს, ჩემი მნახველებიც გაუშვეს საობზერვაციოდან. ვწევარ და ვფიქრობ_ ნუთუ ესაა უფალო იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგივლენ, რისი გადატანაც არ შეგიძლიათო? და მერე გამახსენდა ფილმი “მატყუარა მატყუარა”, როცა ჯიმ ქერის გმირი თავს დაილურჯებს სასამართლოს საპირფარეშოში იმისათვის რომ მოსმენა გადაადებინოს. და მოსამართლე ეუბნება “გადავდოთ მოსმენა, თუკი, რა თქმა უნდა, თქვენ არ გაქვთ გაგრძეკების თავიო”. მეც მასავით დალურჯებული და ნირწამხდარი შევცქეროდი ჩემს “ბოსს” საობზერვაციოს ჭერში და  ვხვდებოდი, რომ წუწუნისა და საყვედურისათვის შანსიც არ დამიტოვა.

მაშინ მივხვდი, რომ ძალიან უმადურია ადამიანის მოდგმა. შეიძლება დაღეჭილი მანქანიდან პატარა ნაკაწრებიდ გადმოვიდეს, და მაინც იწუწუნოს რაღაცეებზე. . .

Advertisements

4 Comments

Filed under Uncategorized

4 responses to “მძაფრსიუჟეტიანი პოსტი

  1. ოოოიიი რუსო, ალბათ მთლიანად ვერც მე წარმოვიდგენ იმას, რაც გადაიტანე, მააგრამ ვხვდები, რომ საშინელებაა….
    როგორ მიხარია, რომ გადარჩით 🙂 ძალიან მიხარია :*

  2. .............

    rusooo neta icode ra kargia, rom ara gishavt ra!

    es albat kidev erti zgaparia, romelic male damTavrdeba da ambad iqceva, im abbad kargad rom ickeba, cudad grzeldeba da kargad mtavrdeba!……….

  3. ladygreta

    გეთანხმები, ჩემთვის ეს არის ზღაპარი. ოღონდაც არ ვიცი როგორ მთავრდება. ჯერ ეს ზღაპარი ისევ გრძელდება. ფასკუნჯი ითხოვს მასზე ამხედრებული გმირის ხორცს, იმისათვის რომ კიდევ იფრინოს. . .

  4. piccolina

    მიხარია, რომ ახლა კარგად ხართ )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s