შერყეული

სარკეში ჩახედვა დიდი ხანი ვერ გავბედე, მაგრამ ჩემი მნახველების შეცივებულ ღიმილს რომ ვუყურე, გადავწყვიტე თვითონ მენახა როგორ გამოვიყურებოდი. ჩავიხედე სარკეში და გამახსენდა:

IMG_2844

კანონი #1. არასოდეს შეგეცოდოს საკუთარი თავი. გამიჭირდა არ შემცოდებოდა თავი, მით უფრო რომ დასივებული და დალურჯებულ დაიასამნისფერებული. პირი დავიბანე ნაზად, ისე რომ დალურჯებულებს შორის ნელნელა ავატარ-ჩავატარე სველი თითები.

კანონი #2. ALWAYS LOOK AT THE BRIGHT SIDE OF LIFE! ამის მერე აუცილებლად უნდა მელოდია სტვენით გააგრძელო. კარგი ისაა, რომ ცოცხლები ვართ, კარგია, რომ ნანო და მათე არ ისხდნენ მანქანაში, კარგია რომ მამა მაშინვე მოვიდა, კარგია რომ მიხო მყავს, კარგია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მყავს გარშემო, რომლებმაც ზეცას ახედეს და ღმერთს მადლობა უთხრეს, კარგია, რომ ჩემი ბრელოკი დამიბრუნეს. . .

კანინი#3. ვერასოდეს მიხვდები რა რატომ ხდება ამ ცხოვრებაში. რატომ მოხდა ავარია? რატომ დაუშვა ღმერთმა განსაცდელი? ნუთუ იობივით გამწირა თავისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად? (თანაც ეს არგუმენტი არ ჭრის, რადგანაც ცნობისმოყვარეობა არ აწუხებს ყოვლისმცოდნეს).  არა და თავი ვალდებულად ჩავთვალე, სულ ცოტა საკუთარი ტავის წინაშე, რამე ახსნა მენახა ამ ყველაფრისათვის. ვერც კი წამოვიდგენდი ასე პირდაპირ თუ მომახლიდა. . . გადავშალე ჩემი ბიბლია და რას ვკითხულობ: “ვინ არის ეს, უგუნური სიტყვებით  იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის?  წელი შემოისარტყლე კაცურად (აქ გადავწყვიტე შევკამათებოდი გენდერულად არაკორექტული გამონათქვამისათვის, მაგრამ ვერ გავბედე), მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე: შენ სად იყავი დედამიწას რომ ვფუძნებდი? მითხარი თუ გაქვს გაგება, ვინ დაადგინა მისი ზომები თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? რაზე დგას მისი საძირკველი? . . .” ერთხელაც გადავწყვიტე შევკამათებოდი, როცა ზღვების ბჭეებზე და მის ჩაკეტილ კარიბჭეებზე რომ დამიწყო საუბარი, მაგრამ ვერ გავბედე, დისკავერის ფილმების მარაგით გამიჭირდება კამათი.  ის ის იყო პასუხი უნდა მეთქვა და იობმა თქვა ჩემამდე გაცილებით ადრე “აჰა, მე არარაობა ვარ, რა გიპასუხო?პირზე ხელს ვიდებ”.

IMG_2688კანონი #4. უკვალოდ არაფერი ქრება. ეს ცხოვრება ჰოლივუდის ფილმის კანონებით არაა აწყობილი. ერთი სიტყვა და უცებ ყველაფერს ფარდა აეხდება, მართალი გამართლდება და მტყუანი შერცხვება. . . ერთ წამს არ მთავრდება ყველა ჭოჭმანი და უბედურება და უეცრად ვერ დაიწყებ ახალი ფურცლიდან ცხოვრებას. ალბათ ვერასოდეს გავიგებ, რატომ ავურიე საჭე. ვინ გადმომიხტა. ეხლა ყველა გაღიმებული დამცქერის, და ალბათ ოდესმე მეც მეტყვიან იმას, რასაც ისე ამბობენ, ანდა ფიქრობენ, რომ ჩემმა დაუდევრობამ საფრთხის ქვეშ ჩააყენა ბევრი ადამიანის სიცოცხლე, ბევრი ადამიანის ბედნიერება. . .

მეტი კანონი აღარ მაქვს. შეიძლება მაქვს, მაგრამ გამაყუჩებლებისა და დამაწყნარებლების ფონზე კიდევაც კარგად ვაზროვნებ.

Advertisements

4 Comments

Filed under Uncategorized

4 responses to “შერყეული

  1. .............

    დღეს პირველი ივლისია… როგორ მირბის არა დრო?
    ვბერდები და მაინც ვერასდროს ვიღებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, უჭოჭმანოდ. ახლა მაგალითად შენი მონახულება ვერ გადამიწყვეტია
    რომ მოვიდე რა უნდა გითხრა?
    რასაც განვიცდი და ვგრძნობ!
    ამას “მოითხოვ” ჩემგან შენ და ამასვე მოვითხოვ მეც ჩემი თავისგან…

    ან

    უსიტყვოდ უნდა დავჯდე , რადგან ასეთ დროს ვერაფერს ამბობს სიტყვები….

    მაინც რა უნდა გითხრა ???

    ის რომ ძალიან მიყვარხარ, და ძალიან ბედნიერი ვარ რომ გადაურჩი ავარიას, ბედნიერი ვ არ , რომ ისევ სინდისს არ შემატოვა ბედმა მდევარმა,???????

    რა უნდა გითხრა? შენ ვისაც ამდენი მთქმელი გყავს… ამდენი კეთილის მსურველი….

    რა უნდა გითხრა??? რომ დრო ყველაფერს გამოაჩენს?!

    დრო, რომელიც შესაძლოა ერთი წამით განისაზღვროს და შესაძლოა უსასრულობაში გაგრძელდს?!

    რა უნდა გითხრა ?
    ახლა, ასეთ დროს თანაც ამ შარა გზაზე?

    არაფერი! ვერაფერს გეტყვი….

    და ამიტომაც სურვილის საწინააღმდეგოდ დავჯდები სახლში!

  2. ladygreta

    სახლში დარჩი შემოგევლე. არც ისე საგანგაშოდაა საქმე, როგორც შეიძლება გეგონოს. ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ. ბენის მერე კიდევ უფრო ვიცი რომ მალე არ მოვკვდები. არ შეიძლება რომ რომელიმე ჩვენგანს რამე მოუვიდეს. თითქოს იმან ამოწურა მთელი ჩვენი ლიმიტი რათაც პერიოდით.
    შენ ხომ იცი რომ ის ამას ვერ გაუძლებს და ღმერთი არ გაწირავს მის ისედაც დაჩეხილ გულს რამე ტკივილისათვის. ჩვენმა გიჟმა და გადარეულმა თითქოს დაგვაზღვია რაღაც პერიოდით…

  3. დილიდან მოყოლებული რამდენიმეჯერ წავიკითხე ეს პოსტი და იქიდან მოყოლებული ვფიქრობ რა დავწერო, ვერაფრით მოვუყარე თავი ერთ წინადადებასაც კი.. არადა ძალიან მინდა რომ დავწერო…

    არც იობის მეგობრებს უთქვამთ რამე სახარბიელო მისთვის…

    შეიძლება ეს ნათქვამიც უადგილო იყოს, მაგრამ მაინც გეტყვი 🙂 ძალიან ძალიან მიყვარხარ და უდიდეს პატივს გცემ რუსო, და ჩემთვის მაალითი ხარ ბევრ რამეში: წერაში, აზრის გადმოცემაში, გზის და გამოსავლის ძიებაში, გულწრფელობაში, ბრძოლის უნარში…

    ასეთი “შერყეული” მეც მინდა რომ ვიყო 🙂

  4. ladygreta

    მოდი შევთანხმდეთ, რომ ასეთი შერყევა არც მაინცა და მაინც კაი რამეა. და სხვა მხრივ, ჩვენ ყველანი შერყეულები ვართ. შენ რა ვინმე გეგულება ჯანსაღი :

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s