რამდენად შორსაა ჩვენგან ჰაიტი?

ვინც გუშინდელს კონცერტს უყურა, მიხვდა, რომ ჰაიტი მართლაც ძალიან შორსაა გურჯისტანიდან. კონცერტის ორგანიზატორებმა ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ ეს შორეული კუნძული ახლოს მოეტანათ (ხან კლიპები მოიშველია, ხან ქართველი ოჯახი, რომელიც ჰაიტიში მოყოლილ მამაზე საუბრობდა), მაგრამ 75 000 ზარზე ახლოს მაინც ვერ მოიტანეს. შედარებისათვის შეიძლება ვთქვათ, რომ “ვის უნდა 20 000-ის” რეკორდი 43 000 ზარია, ხოლო ჯეოსტარის ფინალში 200 000ზე მეტი ზარი შევიდა. 

მივხვდი, რომ ჰაიტიზე ახლოსაა ჩენი სამეზობლო, რომლის სულიერმა მამამ განაცხადა, რომ დამსახურებულად დაისაჯა ეს ხალხი თურმე.   შეიძლება ასეთი “სასტიკები” არ ვართ, მაგრამ ხუთშაბათ საღამოს, ჩვენი საყვარელი “პროფილის” ნაცვლად კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომლის სცენაზეც გამოდიან ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენთვის ცნობადი მხოლოდ სერიალების დროს გაშვებული სარეკლამო რგოლების წყალობით გახდნენ, მაინცა და მაინც ვერაა საკმარისად “გულისამაჩუყებელი” რომ  ჩვენი სატელეფონო ანგარიშიდან 1 ლარი გაგვემეტებინა.

ბოლოს და ბოლო, მართლა, რა ჩვენი სადარდებელია ჰაიტის სატკივარი, როცა  საკუთარი ხალხი გვყავს სახლ-კარ დანგრეული, დევნილი, ოკუპირებული. . .

ნეტა,  ჩვენი გულმოწყალება და ქველმოქმედება გეოგრაფიულად, რასობრივად, ეთნიკურად და რელიგიურად რა სივრცეზე ვრცელდება? გამახსენდა ბესლანის ტრაგედია. ეკა ხოფერიას ჰქონდა რუსეთთან პირდაპირი ჩართვა ერთ “პროქართულ” ჟურნალისტთან (გვარი დამავიწყდა).  ეკამ ქართული გულმოწყალების დემონსტრირებისათვის ასეთი რამ თქვა, რომ ეს ტრაგედია შეეხო საქართველოსაც, რადგანაც დახოცილთა შორის ეთნიკურად ქართველებიც იყვნენ. ამ ნათქვამმა გააცოფა რუსი ჟურნალისტი.    ეს ლოგიკა გუშინდელ საქველმოქმედო კონცერტზეც გამოჩნდა, როცა ქართველ დაზარალებულზე დაიწყეს საუბარი.  თუმცა, მაინცა და მაინც ვერც ამან გაჭრა.

ჰაიტი ჩვენგან ძალიან შორსაა.  იმიტომ, რომ არც თბილისის ქუჩებში უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვები არიან ჩვენთვის ახლოს.

ჰაიტი ჩვენგან ძალიან შორსაა, იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახისა და “კლანის” მიღმა ყველაფერი შორსაა.

ჰაიტი ჩვენგან ძალიან შორსაა, იმიტომ, რომ მოყვასის სიყვარული ძალიან შორეული ფასეულობაა ჩვენთვის.

ჰაიტი ჩვენგან ძალიან შორსაა, რადგან არ გვიყვარს სხვა კი არა და საკუთარი თავიც არ გვიყვარს.

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s