კატინი 2

კატინის ტრაგედიებმა  (1940 და 2010) ძალიან ბევრი კითხვა  გააჩინა.  რა მოხდა? რატომ მოხდა? შესაძლებეი იყო თუ არა ამ ტრაგედიის აცილება? შემთხვევით მოხდა? ვის აწყობდა? . . .

გჯერა შემთხვევითობის? . . .

დამთხვევების? . . .

ბედისწერის? . . .


როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, გამახსენდა ჩემი ბავშვების ქეიმის ნათქვამი, რომ ოდესღაც, სანამ დიაგნოსტიკა და ზოგადად მედიცინა გაცილებით დაბალ დონეზე იდგა (ეხლა ხომ ბრწყინვს 🙂 მაგრამ მაინც ) ბევრი დაავადების ერთ ქოლგის ქვეშ მოქცევა ხდებოდა. მაგალითად, გულის პრობლმა იყო _ ეგრევე მანკს მიაწერდნენ (არა და, თურმე, მანკი როგორც ასეთი ერთგვაროვანი მოვლენა, არ არსებობს ), ასევე ყოფილა “შიდა ქალის წნევა (ბავშვს თავი აწუხებს, მაშ შიდა ქალის წნევა ქონიაო). ეს კიდევ უფრო განვითარებული მედიცინის მაგალითებია.  “ბედისწერის”, “შემთხვევა/დამთხვევის” ამბავი უფრო იმას მაგონებს ჩვილი ბავშვები იმიტომ ტირიან “ზნე” აქვთ ასეთიო.

“ზნე” რაღა ჯანდაბაა?

“ზნე” ზუსტად ის ჯანდაბაა რაც “ბედისწერა და შემთხვევითობა”. როცა არ იცი რა ხდება, ან არ გინდა იცოდე რა ხდება მაშინ ვარქმევთ მოვლენებს მსგავს უკუღმართ სახელებს.

მე არ მჯერა შემთხვევების, ისევე როგორც ბავშვის უზნეობის.

მე მჯერა დაუდევრობის (უკეთეს შემთხევაში);

მჯერა ღალატის;

მჯერა მუხთლობის;

მჯერა მტრობის და დაუნდობლობის. . .


მჯერა, რომ ის, ვისაც ამ უბედურების გამოძიება დაეკისრა ვერასიდეს იქნება ამ გამოძიების პატიოსნებისა და მიუკერძოვებლობის გარანტი.

მჯერა, რომ მიუხედავად იმისა პოლონელებს ძალიან უყვარდათ კაჩინსკი თუ საერთოდაც არ უყვარდათ (ისე რა ბავშვური მიდგომაა. რატომ უნდა გიყვარდეს პრეზიდენტი?) , დღეს ხალხი გლოვობს.

მჯერა, რომ ეს გლოვა არის შიშის გამოატულებაც– შიში მომავლისა, შიში დაუცველობისა, შიში ბედის უკუღმართობისა  (ეს პოსტი ცოტა არ იყოს ბერძენიშვილის გადაცემას დაემსგავსა).

ატინი კიდევ ერთხელ ექცათ გილიოტინად პოლონელებს. ხუმრობა ხომ არაა 100–მდე “ტოპ” პოლიტიკოსის გაქრობა. ნოვოდვორსკაია სტატიით თუ ვიმსჯელებთ (ჭკვიანია ეს ქალი და რას ერჩი), რომ თუკი ასე წავიდა მსოფლიოს დამოკიდებულებს რუსეთის მიმართ, “გავა წლები და კიდევ ჩაფრინდება პოლონეთის მთავრობის თვითმფრინავი კატინში და კიდევ ერთხელ შეიძლება დატრიალდეს ტრაგედია” . . . კიდევ ერთი წარმატებული ფილმის გარანტია ანჯეი ვაიდას.


Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s