თომა

“თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ” იოანე 20:25

გონიერი კაცი იყო თომა. გონიერიო–ვთქვი, რადგანაც ეს კაცი რაციონალურად მსჯელობდა მომხდარზე. გონიერი იყო და  ფიქრობდა, ალბათ, უბედურებას გონება დაუბინდავსო ჩემი მეგონრებისთვის. ძვირფასი მოძღვრის დაკარგვას ვერ ეგუებიან და ხან სად მოელადებათო და ხან სად. იქნებ ისიც იფიქრა, ვიღაცა მიამსგავსესო, რაკი ჭრილობების მოსინჯვაზე ლაპარაკობდა.

გონიერი კაცია თომა. განსაკუთრებით კარგად გვესმის მისი ჩვენ, XXI საუკუნის გონიერ ადამიანებს. მთავარია empeiria. მე, თუ ცდაში არ მეძლევა საგანი თუ მოვლენა, ჩემთვის არ არსებობს.


რატომ გვწამს ღმერთის, ან რატომ არ გვწამს?

რატომ გვჯერა ან რატომ არ გვჯერა ღვთის?

რატომ გვჯერა ან რატომ არ გვჯერა ადამიანის?

რატომ ვენდობით, ან არ ვენდობით ღვთის სიტყვას?

რატომ ვენდობით , ან არ ვენდობით ადამიანის ნათქვამს?

რწმენა ადამიანის უსუსურებაზე მეტყველებს თუ მის ძლიერებაზე? დნობა ადამიანის სიბრიყვეზე მეტყველებს თუ მის სულგრძელებაზე?

ზღაპრებს ნუ მიყვევით! მაჩვენეთ ჭრილობები, უნდა თითი ჩავყო და ვერწმუნები. . .

თვალების ფახულით ნუ მელაპარაკებით! მაჩვენეთ სიცრუის დეტექტორის ჩანაწერები და დავიჯერებ რასაც მეუბნები . . .

P.S. უნივერსიტეტში ერთი ძალიან  კარგი ლექტორი მყავდა,  ქათული ლიტერატურის შესავალს გვიკითხავდა.  ხევისბერი გოჩას გარჩევისას ადამიანის ნდობაზე გვესაუბრებოდა – “წარმოიდგინეთ, ხევის ხალხი თავისი თვალით ხედავდა როგორ მოდიოდა ვიწრო ბილიკებით გუგუა და მერე დაინახეს, როგორ მოჰყვებოდა უკან მტერი. ამაზე მეტი დასტური რა გინდა, რომ გუგუამ უღალატა თემს. არსებობდა ღალატის მოტივიც. საკუთარმა ძმამ უღალატა და შური უნდა ეძია. . . ყოველთვის ვერ იქნება გასამართლებელი არგუმენტები მოძებნილი. ვერასოდეს იქნები ბოლომდე დარწმუნებული იმაში გატყუებენ თუ მართალს გეუბნებიან. . . შვილებო, ნდობა უდიდესი ნიჭია. “

მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s