I LOVE NY

“თუ დაგარტყი ამერიკაში გაგაფრენ”  ეს გამოთქმა მუქარად უკვე აღარ ჟღერს. ამერიკაშ გაფრენა ძალაინ ბევრი ადამიანის ახდენილი თუ აუხდენელი ოცნებაა და ეს დარტყმის ფასად მოხდება თუ არალეგალის საშინელი ცხოვრების, უმძმესი შრომისა და ჯაფის ფასად, არა აქვს დიდი მნიშვნელობა.

ო და ეხლა მეც ამ უცნაურსა და საოცნებო ქვეყანაში ვარ.

თბილისი – ისტამბული – ნიუიორკი.  თურქეთის ავიახაზების რეისი, 9 საათიანი ფრენა უმეტესად მაღალ  ტურბულენტურ  “პონტში” (ვეღარ მივაბი შესაბამისი სიტყვა) ისე, რომ გეგონებოდათ ახალქალაქში მგზავრობდი, ისიც გზების დაგებამდე..

როცა  კი ვმგზავრობ, რატომღაც უცნაური შიში მაქვს, რომ რატომღაც არასწორად ჩავჯექი თვითმფრინავში და სულ მინდა ხოლმე  დავრწმუნდე  რომ “დესტინეიშენი” მართლა იქაა სადაც მე მივდივარ. კიდევ ერთი შიში მაქვს იმისა, რომ ჩემი ბარგი დაიკარგება. ყოველთვის, როცა ბარგს ვალაგებ, თითოეულ ნივთს ვდებ იმ გაათვლით, რამდენად დამწყდება გული რომ დაიკარგოს. ასე, რომ პირველიცა და მეორე ფობიაც გაიფანტა მას შემდეგ, რაც ჩავფრინდი და ჩემი უზარმაზარი ჩანტა “ტრუალა ბილიკიდან” გადმოვათრიე.  შუალედური შიშებიც მაქვს, მაგალითად ჩემი პასპორტი ან ვიზა რომ არ მოეწონოთ და გამაბუნძუღონ უკან. . .  როცა მარტო ვმგზავრობ შიში უარესიცაა და რაღაც თვალსაზრისით უფრო ასატანიც. უარესი იმიტომ, რომ ორი მგზავრის შემთხვევაში ორჯერ იზრდება იმისი ალბათობა რომ რომელიმეს პასპორტი არ მოეწონებათ.  უკეთესი იმიტომ, რომ რაც არ უნდა მოხდეს მარტო არ ხარ.  ამჯერად დოკუმენტაციასთან პრობლემის ალბათობის ზრდის ტენდენცია უფრო იგრძნობოდა. ჩემს ნანა უფროსსა და ჩემს თანამგზავრს მოწვევა არ ჰქონდა წამორებული, მე კიდევ ელექტრონული ბილეთი არ მქონდა ამობეჭდილი.

მაგრამ, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. მას შემდეგ, რაც ბარგი ჩვენს ხელთ იყო და ყველა ძირითადმა, თუ შუალედური შიშებმა მშვიდობით ჩაიარა, დაიწყო ახალი შიშების ტალღა: ვინ დაგვხვდება? და რომ არ დამხვდეს? სად უნდა წავიდე? ამ ტალღამაც გადაიარა მას შემდეგ, რაც მანქანაში ჩაგვლალა სანდრიკამ და სახლისაკენ გავუყევით “შარას”.  ისე გამეხარდა სანდროს დანახვა აეროპორტში, რომ მაშინათვე მივიღეთ გადაწყვეტილება ფილადელფიაში გამგზავრება მეორე დღისათვის გადაგვედო და იმ დღეს “ბებოსთან” დავრჩენილიყავი.

ნანიკო თავის პადრუგამ წაიყვანა და ჩვენ დავრჩით მარტოები და მოვაღეთ “გუდებს” პირები და რაზე აღარ ვილაპარაკეთ. პოლიტიკაო, ეკონომიკაო, რელიგიაო (უამისოდ როგორ იქნებოდა), კულტურაო, სპორტიო, ასტორლოგიაო, ასტორონომიაოო (ნამეტან გავუტიე). მერე მივხვდი, რომ სანამ კიდევ ფეხზე დგომა შემეძლო, უნდა ნიუიორკის ქიჩებში გავსულიყავი.

და აი, აღსრულდა. . .

მეტრო

არ მკითხოთ. ბრუკლინზე ულამაზესი და უსაყვარლესი სახლიდან გამოსულები, ის ის იყო დავუყევით ებრაულ-რუსულ მაღაზიებ ჩამწკრივებულ ქუჩას, სადაც ქიფიანი (და არა ღიპიანი), შლაპიან-კულულებიანი, შავკანიან-თეთრკანიანი და კიდევ ძალიან მრავალნაირ ფერიანი, უმრავალფეროვნესად ჩაცმული “ნაროდი” დაიარება, რომ სანდრიკამ შეაღო ერთი უცნაური კარი ხელმარჯვნივ. კარი იმდენად არარესპექტაბელურად (უფრო უარესი სიტყვები რომ არ გამოვიყენო) გამოიყურებოდა, რომ ვერანაირად ვერ მივხვდი, რატომ შეიძლებოდა სანროს აქ შესვლა დასჭირვებოდა. მაგრამ გაუცება გამიასკეცდა, როცა ალაც თან მიჰყვა. უზომოდ ჭუჭყიანი, ზემოდან კანალიზაციის გაყვანილობების მსგავსი მილებით მოოჭვილი გასასვლელი  აღმოჩნდა მეტრო სადგურის შესასვლელი. სანდრიკა ჩემი გაოგნებით გახარებული გველურად ქირქილებდა.  ჭუჭყიან კიბეებს ავუყევით (და არა ჩავუყევით) და მივადექით უსახოსა და უდაბურ, ჭუჭყიან – ვიწრო ბაქანს.  მეტრო სადგური მიწის ზევითა და ღია ცის ქვეშ (მეტრო დიდუბის პონტში, ოღონდაც ჩვენი დიდუბე ამ სანახაობასთან სამეფო დარბაზია). ლიანდაგებში უამრავი ბოთლი და ცელოფნის პარკი ეყარა (ისე ვწერ, როგორც 70-იანი წლების საბჭოთა ჟურნალისტები ლაპარაკობდნენ “დამპალი კაპიტალისტური” ქვეყნების შესახებ). ვერც ვაგონებითა და მატარებლის პუნქტუალური მოძრაობით მოიწონებენ თავს ჩვენი დიდი მეგობრები ოკეანისგაღმეთიდან (ეხლა აშკარად ჩვენი პრეზიდენტის სულისკვეთება ჩავაქსოვე ამ წინადადებაში).

. . . მაგრამ . . . .

ამოვედი მეტროდან და აღმოვჩნდი საოცარ სამყაროში. . .

ქუჩები

ისეთი განცდა მქონდა ხან ერთი ფილმის კადრებში დავდიოდი და ხან მეორის. “სექსი დიდ ქალაქში”   ამ  ქუჩებშია გადაღებული. “თქვენთან წერილია”. . .  აი აქ კი “მარტო სახლში” . . .  ულამაზეს ცათამბრჯენები. . .

მასშტაბების შეგრძნება დავკარგე. ისე შევცქერი ემპაია სტეიტ ბილდინგს როგორც თერთმეტსართულიანს გმირთა მოედანზე. . . ნანას ვეკითხებოდი, თავისუფლების ქანდაკება რამდენი ქართლისდედის ზომისა იქნება-თქო. . . გაუკვირდა ქართლის დედის ერთეულებით ანგარიში ცოტა კი მიჭირსო. . .

ხალხი ძალიან ჭრელი, ფერით, ფორმით, სიგრძით, სიგანით, ასაკით. . . . .  თავისუფლების ოხშივარი ტრიალებს დახუთულ და ნესტიან ნიუიორკში. ძალიან ძნელია არ შეგიყვარდეს აქაურობა.  ეს ამერიკა არაა. ეს არის სამყარო, მთელი დედამიწა თავისი ერებით, რასებით, ენებით, კულინარიებით, კულტურებით ერთად თავმოყრილი ამ კუნძულზე.

Advertisements

1 Comment

Filed under Uncategorized

One response to “I LOVE NY

  1. ანრი ბეილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s