Blog, Sweet Blog :))))

უკვე იმდენად დიდი ხანია არ შემოვსულვარ ბლოგზე, რომ გადავწყვიტე გამეუქმებინა. რა აზრი აქვს წელიწადში თითოჯერ დაწერილ პოსტებს?  მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე გამეახლებინა. მით უფრო იმიტომ, რომ ამ  რამოდენიმე დღის უკან ისეთ ამბავში მოვხვდი, ვისაც შევხვდები ყველას ვუყვები.

მოგეხსენებათ თბილისი გაივდო გულზე თეთრ ლენტა შებმული ადამიანებით (ისე არაფერი გვეტკინა). გაგეცინებათ, და ეს ხალხი არც მეტი არც ნაკლები ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება აქციები, ფილმების ჩვენებები, ლექცია-სემინარები, ტრენინგები. . .  მოკლედ, მაიკლ კაუფმანი რომ იამაყებდა, იმისთანა ამბავი ტრიალებს. მეც გავერიე მარაქაში და ამ “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის” ფარგლებში სემინარი ჩავატარე ერთ ძალაინ პატივსაცემ საზოგადოებაში.

ჩემი მოხსენება უფრო შთამბეჭდავი რომ გამეხადა საუბარი დავიწყე ამბით ერთ მოყვარულ ცოლ-ქმარზე, რომლებიც ძალიან ბედნიერები და ძალიან შეძლებულები და წარმატებლები იყვნენ, მაგრამ შვილი არ უჩნდებოდათ. მერე ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, შეარჩიეს სუროგატი დედა და გააჩენინეს ბიჭი. მაგრამ მერე ცოლმა ვერ აიტანა სხვა ქალის გაჩენილი შვილი ოჯახში და უარი თქვა ბავშვზე. . .  მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს გათანამედროვებული ამბავი ძვენი ძვირფასი აბრაამისა და სარას ისტორიას მოგვითხრობდა. მაგალითი იმისათვის შევარჩიე, რომ “ვიცოდი” ეს პატივცემული საზოგადოება მეტყოდა ჩვენს ქვეყანაში ქალს არავინ უდიერად არ ექცევა, ჩვენ ხომ ასეთი მორწმუნე და დიდი ღვთისმოშიში სასტავი ვართო. . .  აბრაამის ამბით, ვიფიქრე, კოვზირს ნაცარში ჩავუგდებდი და ვეტყოდი, რომ ძალადობა თვით რწმენის მამის აბრაამის ოჯახშიც კი მოხდა და ამისაგან არავინ ვართ დაზღვეულნი-თქო.

ნეტა რა ძალა მედგა, რად ვირჯებოდი. არა თუ დამტკიცება დამჭირდა, რომ ქალებს სცემენ, ამ პატივცემულმა საზოგადოებამ იმისთანები თქვა _ ეს მარგალიტები აქ რომ არ ჩამოვაწიკწიკო გული გამიჩერდება:

  • ქალი საცემი შეიძლება იყოს, მაგრამ განა უნდა სცემო (გული შემიქანდა, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ეს ერთერთი ყველაზე პროგრესული ვარიანტი იყო)
  • ქალი პირველად არ არის საცემი, აი მეორედ ნაღდად საცემია (ამ მარგალიტის ავტორიც თავისებურად ეწინააღმდეგებოდა ძალადობას. მერე გაირკვა, რომ იმის თქმა უნდოდა _ ქალმა არ უნდა ჩაყლაპოს და რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს პირველი ცემა, თორემ თუ ისევ გაუჩერდა მოძალადე ქმარს, მაშინ უნდა იცემოსო)
  • ცემა რა უბედურებაა, თუკი სიტყვა არ ესმის, ცემით გააგებინებო (ლოგიკური შეკითხვა გაუჩნდა ერთ მონაწილეს_”და თუ სიტყვა ესმის, მაშინ ცემას აზრი აქვსო?”)
  • თუკი ქმარს არ მოსწონს ცოლის მეგობრები და ის მაინც აგრძელებს მათთან მეგობრობას, უკვე საცემია.
  • თუ ატყუებს ქმარს,
  • თუ ღალატობს ქმარს (გამიკვირდა, მაგრამ ღალატი არ დასახელებულა ამ სიის თავშივე)
  • თუ არ უვლის ოჯახს
  • კაცის გენეტიკაში დევს ძალადობა, რამდენადაც საუკუნეების განმავლობაში ძალადობით გააქვს თავი_ როცა ნადირობდა, როცა ომობდა . . ., ასე, რომ კაცისათვის ურთიერთობის გარკვევის ერთადერთი აპრობირებული საშუალება არის ძალადობა. (ეს მონაწილე როლურ თამაშში იყო, თორე ნამდვილად გმობდა ძალადობას. მაგრამ ბოლოს ისე შეიჭრა როლში და ისეთი აზარტით ამართლებდა ძალადობას, რომ მომხრეები გამოუჩდნენ ჯგუფში).

შეხვედრა რაღაცნაირად დავამთავრე. ბოლოს არაძალადობის რეჩიც მივცხე. სახლში დავბრუნდი სრულად გამოცარიელებლი, იმედგაცრუებული და გატიალებული.  როგორ ვცდებოდი, როცა “პროფილში” გაშვებული ინტერვიუები, სადაც პატარა გოგონები გულზე მჯიღის ცემით ამტკიცებდნენ “კარგი ქალი არ დაიმსახურებს ცემასო” იშვიათი გამონაკლისი მეგონა.

ასე, რომ ძვირფასო ქალებო, ქვეყნის თვალებო, თქვენ ისეთ ქვეყანაში გარგუნათ ბედმა ცხოვრება, სადაც მშობლიურ ენას “დედა ენას” უწოდებენ (ვითომც სხვა არც ერთ ენაში მაგი ამბავი არ ხდება), სადაც დედაქალაქს ქართლის დედა გადმოსცქერის (მერე რა რომ კინგ კონგივით გამოიყურება და კარგი დამრტყმელი და მსმელივით ხმალი და თასი უჭირავს), სადაც სახლს უდგას “დედა ბოძი” და ქართველი ყმაწვილებისათვის იმდენად ძვირფასია დედა, რომ მისი შეგინება ყველაზე უპატიებელი შეურაცხყოფაა (და  მეტი დამაჯერებლობისათვის საკუთარ დედას უფრო მეტს აგინებენ).

მოკლედ, შორს რომ არ წავიდე პირდაპირ სამოთხეში გვიწევს ცხოვრება (“Heaven is a place on Earth”), ასე, რომ კეთილი უნდა ვინებოთ და ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები არ მივცეთ სახლიკაცებს, რომ გამოვიდნენ წყობილებიდან.

აი ასე, დავბრუნდი საყვარელ ბლოგზე “საუბრებით გენდერულ ძალადობაზე” 🙂

Advertisements

4 Comments

Filed under Uncategorized

4 responses to “Blog, Sweet Blog :))))

  1. ვავა ნენა!!!!!!!! აქ მარტო ცინიზმით თუ გადმოსცემ სათქმელს, თორემ რა აიტანს ამას……..
    ისე ადრე ერთმა მითხრა ასეთი რაღაც: მამაკაცები იქცევიან ისე, როგორც ამას დედაკაცები სთხოვენ/ითხოვენ და მოსწონთო. სხვა კონტექსტში რათქმა უნდა მაგრამ ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა :(…

    P.S.
    დიდი ხანი ველოდი შენს გამოჩენას და გამიხარგდა რომ დაბრუნდი!!!!!!! 🙂

  2. ზოგიერთი ქალი ქალი კი არა დასახვრეტია… ქმართანაც რომ გორაობს და საყვარელს რომ თვალს ჩაუპაჭუნებს, დებილია, ვერ მიხვდიაო… ეგეთი ქალი ქეთევან დედოფალივით უნდა გამოიყვანო და დაშანთო… არა ვარ მართალია???

  3. ladygreta

    რა თქმა უნდა მართალი არ ხარ. არავის აქვს უფლება იმაზე ილაპარაკოს ვინ დასახვრეტია და ვინ ჩამოსახრჩობი. ბანალური ვიქნები იმაზე თუ დავიწყებ ლაპარაკს პირველი ქვის სროლის უფლება ვის აქვს. უადგილოც იქნება, რადგან ვინც ქვას ისვრის არასოდეს იყურება თავის გულში.

    ცოლთანაც თუ გორაობს და საყვარელსაც რომ თვალს უპაჭუნებს ასეთი კაცი რატომ ითვლება საზოგადოებისათვის ეტალონად? იქნებ ვცდები და ასეთ მამაკაცებსაც დასახვრეტად დასდევენ?

  4. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ეს საკითხი, როგორც ბევრი სხვა, ძალიან პრობლემურია. თუ სხვა ქვეყნებში ფემინისტური ძვრები წლების წინ დაიწყო, ჩვენთან ეხლა მოვეგეთ გონს და მოგვინდა თანასწორობა, ისიც საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს. როგორ უნდა იფიქრო პროგრესსა და დემოკრატიაზე, როცა ქალების დიდი ნაწილი თვლის, რომ : “ზოგი ქალი ღირსია ცემის და თუ სიტყვით ვერ გააგებინებ აბა რა უნდა ქნა?!” ან კიდევ “თუ ცემა ანუ დაიმსახურა, ნუ დაიმსახურება და აღარ ცემდა”. ფემინიზმი სხვა არაფერია თუ არა მოძრაობა, რათა გ ა თ ა ნ ა ს წ რ ო რ დ ე ს უფლებები და ბოლო მოეღოს ქალების დისკრიმინაციას და ძალადობას, თუმცა ჩვენ ქვეყანაში ქალის უფლებებისთვის მებრძოლები ჯერ კიდევ შინაბერა, გაუთხოვარი და გაბოროტებული ადამიანები გონიათ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s