ძალიან შორეული და უცნაურად ახლობელი

ბევრი წლის წინ, ერთ ტრენინგზე ფასილიტატორმა ერთი სავარჯიშო შემოგვთავაზა. ოთახის იატაკი წარმოვიდგინეთ მსოფლიო რუკად და ყველა უნდა დავმდგარიყავით ჩვენი ოცნების ქვეყანასთან. ზედმეტად რეგლიგიურებმა ისრაელისაკენ მიაშურეს, პრაგმატულებმა ოკეანე გადალახეს, ეგზოტიკურებმი აპენინებზე განთავსდნენ. . .   ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ორიგინალური ვიყავი ჩემს არჩევანში, მაგრამ არც დავფიქრებულვა ისე ავიღე გეზი ნისლიანი ამბიონისაკენ. 

წვიმს, საშინელი ქარია, ცივა. . . ილარიონა იტყოდა “თუ ქვეყანა იქცეოდა შენ რაღა გიხაროდაო”.  იმიტომ მიხარია, რომ ვარ ჩემი ოცნების ქვეყანაში, რომელიც ასეთი შორეულია, მაგრამ ამავდროულად ასეთი ახლობელი.

ძალიან უცნაური ქვეყანაა ინგლისი. ვერ დამირქმევია სახელი იმ განცდისათვის, რაც მასთან შეხვედრისას მეუფლება. ერთის მხრივ ასეთი მოწესრიგებული, მაგრამ ამავდროულად უკუღმართი. ნაცრისფერი ცა, უცნაური იუმორი, ცხელი და ცივი წყლის ონკანები, მარცხენა მხარეს მოძრაობა, უმარილო საჭმელი. . . ყველაფერი ეს ჩემთვის აკვარელის ნახატს ჰგავს. როგორც აკვარელის ფერები არ შეიძლება იყოს მკვეთრი, სქელი, მუქი, არამედ სიფრიფანა, გამჭვირვალე, მაგრამ ამავდროულად ძალიან ღრმა და მძაფრი.

რატომ მიყვარს ეს ქვეყანა? რატომ მეძახის და მიზიდავს? თავს ვერ გამოვიდებ და შექსპირს ვერ დავაბრალებ. ვერც ინგლისურის მასწავლებლებს… ეს ალბათ ორი ადამიანის ბრალია. ისინი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან, რადგანაც ერთი იმ წელს დაიბადა, როცა მეორე გარდაიცვალა. ერთი ბრიტანეთში ცხოვრობდა, მეორე ბედკრულ საქართველოში. მაგრამ ამ ორმა ადამიანმა ჩემამდე მოიტანა ზღაპარი. ინგლისი ჩემთვის არის ნარნია. ლუისისა და მალხაზის ნარნია. ერთი 1949 წელს, ნაომარ ინგლისში წერდა საოცარ ზღაპარს, მეორე იმავე ფაბში იჯდა დაახლოებით 50 წლის შემდეგ და ამ წიგნს ქართულად თარგმნიდა.  

ინგლისი, ასეთი შორეული და ასეთი მშობლიური,  სუსხიანი და თბილი, ძალიან ჩემი და ძალიან უცხო.

ხვალ ნამდვილ ნარნიაში მივდივარ. ლუისის, მალხაზის და ჩემს ნარნიაში.

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s