Reconciliation Anatomy (ნაწილი I)

” და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. . .”

და ჩვენც მივუტევებთ  “თანამდებთა ჩვენთა”.  მივუტევებთ იმის იმედით, რომ რამდენად ბევრს და სწრაფად მივუტევებთ ჩვენ შესაბამისი “ოპერატიულობით” მოგვეტევება. და ასე ჩაბმულნი ვართ “შენდობის აღებ–მიცემობის” ჩახლართულ ფერხულში. კარგად თუ იცი არითმეტიკა კალკულატორის გარეშეც მოახერხებ 7–ის  70–ჯერ გადამრავლებას და იოლი შესაძლებელია მიტევებათა ‘ლოგის’ გაკეთება.  თავისუფალი ხარ 491–ე მიტევების შემდეგ.

ზოგჯერ ვპატიობთ იმიტომ, რომ შურის გებას არ გვიშვებს “მიტევების ბუღალტერია” (როგორც მივუტევებ ისე მომეტევება) და ჩვენც მივუტევებთ და “ნაკვერჩხლებს ვაგროვებთ მის თავზე”. ამისი პერეფრაზი შემდეგნაირად შეიძლება:  ” მე კაი კაცი ვარ და ვერ დავანთხევ ჩემს შურისგებას, ხო და მიდი ეხლა ღმერთო და შენ იცი . . .”

ან კიდევ, მივუტევებ და ვკაიფობ ამ განცდით. მიუტევებ და ხვდები როგორ გადაინაცვლებ სხვა განზომილებაში. თითქოდ სხეული გიმსუბუქდება და ზევით მიიწევ. ზევით მიიწევ და სხვებს ზევიდან ხედავ_ ზევიდან უყურებ: “მე ხომ ასეთი მსუბუქი ვარ, ასეთი მართალი, ასეთი მიმტევებელი. . . ” (“შინდლერის სიები” გამახსენდა, როცა შინდლერი გერმანელ ოფიცერს უხსნის რა საოცარი განცდაა, როცა შეგიძლია ვინმე გაუშვა, აპატიო და არ მოკლა). . .

რას ნიშნავს მივუტევებ?

მივუტევებ, ანუ ვივიწყებ? მაგრამ, მე ხომ ვერ ვაკონტროლებ საკუთარ მეხსიერებას. ეს ხომ კომპიუტერი არაა, რომ ამოშალო არასასურველი ინფორმაცია.  რაც გახსოვს გახსოვს. და საკმარისია ერთი პატარა ბიძგი და სულ ოპერაიტიულ მეხსიერებაში ამოგიყრის ყველა ტკენას. . .

მივუტევებ, ანუ აღარ მეტკინება? არც ტკივილია ჩვენი კონტროლის ქვეშ.

მივუტევებ, ანუ აღარ განვრისხდები? ჰმ. . . .

მივუტევებ, ანუ აღარ შევიძულებ?  მდაა. . . . .

” და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. . .”  

მე არ მინდა მომიტევონ ისე, რომ თან სულ ახსოვდეთ, თან სტკიოდეთ, რისხდებოდნენ და ვძულდე.

” და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. . .”  

.   .  . 

(to be continued)

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s