თანასწორობა?

გამოხმაურება ბიძნა ივანიშვილის პსეკონფერენციასთან დაკავშირებით ჟურნალი ტაბულას ვებზე.

 

 

როცა პოლიტიკურ სივრცეში ახალი ძალა ჩნდება – ყველა თავისი გადმოსახე­დიდან და საკუთარი კრიტერიუმებით იწყებს დამოკიდებულების ჩამოყალი­ბებას. დევნილები ყურს უგდებენ, თუ რას იტყვის დაკარგული ტერიტორიე­ბის დაბრუნებაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე; ბიზნესის წარმომადგენ­ლებს მისი საგადასახადო, თუ ახალი ბაზრების ათვისების პოლიტიკა აინტე­რესებთ… ყველა, ვინც ადამიანის უფლებებისა და რწმენის თავისუფლების სა­კითხებზე მუშაობს, კარგად აკვირდება – ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა ტაძ­რების ფონზე იწყებს პოზირებას, ნათლობის ჯვრით კეკლუცობს თუ თანას­წორობაზე საუბრობს.

ამდენად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე, ნეტგაზეთის ჟურნალისტის კითხვა ძალიან საინტერესო იყო როგორც სამოქალაქო სექტო­რის წარმომადგენელთათვის, ისე ყველა რელიგიური ჯგუფისათვის. განსა­კუთრებით კი მისი ნაკლებ რელიგიურობის შესახებ აგორებული მითების ფონზე. პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა მისი განცხადე­ბა: „მე მატერიალისტი ვარ და არ მწამს სიკვდილის მერე სიცოცხლის…“ ეს იყო თამამი განცხადება ახალი პოლიტიკური ფიგურისათვის. ამით, თითქოს, ყველანაირი რელიგიური მანიპულირების შანსი მოუჭრა საკუთარ თავსაც და სხვებსაც. მაგრამ მალევე, ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის ინტერვიუში, თითქოს ვერ გაუძლო ცდუნებას და სამების ტაძრის ფონზე მაინც დაიწყო პი­რად რელიგიურ ცხოვრებაზე, სანთლებსა და ჯვარზე ლაპარაკი.

ნეტგაზეთის კითხვას, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა რელიგიური, ეთნი­კური და სექსუალური უმცირესობების მიმართ, ბიძინა ივანიშვილმა უპასუ­ხა: „მე მიმაჩნია, რომ სექსუალური, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობე­ბი არიან ისეთივე წევრები ჩვენი საზოგადოების, როგორც ყველა სხვა დანარ­ჩენი მოსახლეობა და დამოკიდებულება მათ მიმართ იქნება ისეთივე, როგო­რიც ყველასთან“.

მოკლე და მოზომილი პასუხი იყო, მაგრამ, რაკი უარესების გამოცდილება არ­სებობს – სრულიად დამაკმაყოფილებელი. მით უფორო, რომ ამასვე ღაღა­დებს ჩვენი კონსტიტუციის მე-14 მუხლიც: „…ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანისფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა…“

მაგრამ, როგორც წესი, „დამაკმაყოფილებელი“ პასუხები არასოდეს გვაკმაყო­ფილებს. ბევრი შეკითხვა დარჩა ჰაერში გამოკიდებული და ვისურვებდი, რომ ჟურნალისტებს სწორედ ამაზე გაემახვილებინათ ყურადღება. ივანიშვილის სა­ხელი ყოველთვის ასოცირდებოდა ქველმოქმედებასთან, მაგრამ ნაკლებადაა ცნობილი რამდენად უჭერდა მხარს იგი სამოქალაქო სექტორის განვითარე­ბას. ამდენად ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობს ადამიანის უფლებების დაც­ვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე; როგორ ხედავს საგადასახა­დო კოდექსში არსებული დისკრიმინაციული მიდგომების (რელიგიურ გაერ­თიანებებთან დაკავშირებით) გამოსწორების გზებს; როგორ აპირებს რელიგი­ურ გაერთიანებებთან ურთიერთობას.

მან შეიძლება გაბედოს და ხმამაღლა თქვას „მე აზერბაიჯანელი ვიქნები იმი­სათვის, ვისაც აზერბაიჯანელი ეზიზღება, სომეხი – ვისაც სომეხი ეზიზღე­ბა“… მაგრამ, მაინტერესებს გაბედავს თუ არა თქვას – „მე იეღოველი ვიქნები მისთვის, ვისაც იეღოველი არ მიაჩნია ჩვენი ქვეყნის მოქალაქედ, მე ბაპტისტი ვიქნები მისთვის, ვისაც ბაპტისტი არ მიაჩნია ჩვენი ქვეყნის მოქალაქედ“… გა­ბედავს, იყოს არაპოპულარული და დეკლარირებული თანასწორობისათვის სერიოზული ნაბიჯები გადადგას? აპირებს ის სეკულარული სახელმწიფოს შე­ნებას? და თუ აპირებს, როგორ ფიქრობს უკვე შორს წასული კლერიკალიზმის პროცესის შეჩერებას და შემობრუნებას?

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s