დესეკულარიზაცია???

„პოლიტიკა და რელიგია: დესეკულარიზაციის ტენდენცია“ – იყო ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის თემა (რაღა დროის მაგ დისკუსიის გახსენებაა, მაგრამ რაჭული დაუყოვნებლობით დავპოსტე), რომელზეც პატივი მხვდა წილად ვყოფილიყავი მიწვეული მომხსენებლად, თუ აზრის დამფიქსირებლად.  უნდა გაგვერკვია ჩვენს ქვეყანაში სეკულარიზაციას აქვს ადგილი თუ დესეკულარიზაციას. მოკლედ, უნდა გვემსჯელა „გვეშველება თუ არა რამე“.  მე მგონი,  ცოტა დამაბნეველი იყო ჩემი გამოსვლა. იქვე ბევრი კითხვა გაჩნდა და მოგვიანებითაც მეკითხებოდნენ რას ვგულისხმობდი ჩემეულ სეკულარიზაცია-დესეკულარიზაციაში. ამიტომ, გადავწყვიტე დამეწერა.

რა არის სეკულარიზმი? რა განსაზღვრავს სეკულარულობის ხარისხს? __ სახელმწიფო მოწყობა? კანონმდებლობა? მოსახლეობის რელიგიურად აქტიურობა? მორწმუნეთა სიმრავე? გიგა ზედანია წერს, რომ ქართულად სიტყვა „სეკულარიზმის“ ექვივალენტიც არ მოგვეძებნება, მაშინ როცა აგერ რუსემა თარგმნეს, როგორც обмирщение, გერმანელებმა _ Verweltlichung… ქართველი პროტესტანტებისათვის უნდა გეკითხათ ბატონო გიგა _ ყველა და ყველაფერი, რაც ეკლესიის მიღმაა  „ამამიწიური“ ანდა „წუთისოფლისაა“.  მაგ: „სად გათხოვდა თქვენი მეგობარი წუთისოფელში თუ ეკლესიაში 🙂  „.  ანდა, „სანამ მორწმუნე გავხდებოდი სულ ამამიწიურად ვფიქრობდი და ვლაპარაკობდი“…    (ვიხუმრე)

თუკი შევთანხმდებით, რომ სეკულარიზმი არის რელიგიურის _ საკრალურისაგან („ამამუწიურის“ _ წუთისოფლისაგან) გამიჯვნა, არც ეს გამოდგება უნივერსალურ განმარტებად, რამდენადაც „გამიჯვნა“ არ არის ცხადი განსაზღვრება, ისევე, როგორც არ არის ადვილი იმისი თქმა რა არის საკრალურ-რელიგიური და რა წუთისოფლისა და სად გადის ზღვარი მათ შორის.

იქნებ კანონი, ანდა სახელმწიფო მოწყობა ახერხებდეს სეკულარულობის ხარისხისა თუ თვისების დადგენას? …

აჯობებს, რამოდენიმე ქვეყნის მაგალითზე მსჯელობა.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა სახელმწიფო სეკულარული, სადაც არსებობს სახელმწიფო რელიგია, სადაც ყველა ახალშობილი ავტომატურად ამ სახელმწიფო რელიგიის სივრცეში მოიაზრება და სადაც დოკუმენტურად ფიქსირდება ადამიანის რელიგიური კუთვნილება? არ ჟღერს მომხიბვლელად და გულში ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ეს ქართული მაგალითი არ არის. ეს დანიაში ხდება და დაე მათ იხეთქონ გული, თუ კარგია. 

როგორ ფიქრობთ, სეკულარული არის თუ არა სახელმწიფო, სადაც არსებობს სახელმწიფო ეკლესია _ ე.წ. Established church; სადაც ეკლესიის მეთაური არის ქვეყნის მონარქი, სადაც ეკლესიის სულიერ წინამძღოლს ნიშნავს ქვეყნის პრემიერმინისტრი (რა მნიშვნელობა აქვს ფორმალურად ხდება თუ არაფორმალურად); სადაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ზიან სასულიერო იერარქები…  რაღა დაგიმალოთ და არც ეს მაგალითი მხიბლავს და დაე ბრიტანელებმა იდარდონ ამაზე.

როგორ ფიქრობთ, სეკულარული არის თუ არა სახელმწიფო, სადაც კანონი აღიარებს რელიგიის თავისუფლებას, სადაც ყველა რელიგიური ჯგუფი კანონის დონეზე თანაბარ უფლებიანია, სადაც არ არსებობს ფინანსური ურთიერთკავშირი სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის. მაგრამ ამავდროულად,  ამ ქვეყნის მეთაური მსოფლიო მასშტაბის სამხედრო ინტერვენციებს უფლის სახელით ახორციელებს, სადაც მოსახლეობისაგან არსებობს „დაკვეთა“, რომ მათი ქვეყნის მეთაური აუცილებლად უნდა კონკრეტული რელიგიის და ზოგ შემთხვევაში კონკრეტული დენომინაციის წარმომადგენელი  უნდა იყოს… ცხადია, რომ ამერიკის მაგალითზე ვლაპარაკობ… მახსოვს ის ვნებათაღელვა, რაც ობამას გაპრეზიდენტებას მოჰყვა რაკი იგი ცხდად არ აფიქსირებდა საკუთარ რელიგიურ კუთვნილებას.

არსებობს მიდგომა _ თავისუფლება რელიგიებისაგან (Freedom from religions) _ როგორც საკანონმდებლო და სტრუქტურულ დონეზე, ასევე ყოფით თუ ფასეულობათა დონეზე. ეს არის მიდგომა, როცა რელიგია სრულადაა გამიჯნული საჯარო სივრცისაგან და პრივატულ სივრცეში აქვს ადგილი მიჩენლი, სადაც იკრძალება რელიგიური აქსესუარბეის ტარება, საჯაროდ რელიგიური კუთვნილების დაფიქსირება… როცა, მოსახლეობაში კარგ ტონად არ ითვლება რელიგიაზე საუბარი და საერთოდ, რელიგიასთან ასოციერება. ეს ფორმულირება, ალბათ, ყველაზე უკეთ მიესადაგება ფრანგულ სეკულარიზმს და ალბათ არა მხოლოდ ფრანგულს… ზოგადად ასეთია ჩრდილოეთ ევროპული ქვეყნების მიდგომები რელიგიასა და რელიგიურობასთან.

ასეთივე მიდგომა და დამოკიდებულება იყო საბჭოთა ათეისტური ტოტალიტარიზმის პირობებში. საზოგადოება რელიგიისაგან სრულიად უნდა ყოფილიყო დაცლილი. 

მაგრამ, არსებობს სხვაგვარი დამოკიდებულებაც, ესაა თავისუფლება რელიგიებისათვის (Freedom for religious) _ სივრცე, როდესაც ყველა რელიგიისათვის არსებობს თავისუფლება. როცა ყველა რელიგია განხილულია ერთ სიბრტყეზე და როდესაც არ არსებობს სახელმწიფოსთან ფინანსური ან პოლიტიკური ანგარიშვალდებულება.

 

ბაპტისტური ეკლესია არის ქრისტიანობის პროტესტანტული ოჯახის ნაწილი და მიეკუთვნება რადიკალური რეფორმაციის ტალღას. მაშინ, როცა გერმანული რეფორმაციის ფორმები საბოლოოდ გამოიკვეთა, სწორედ მაშინ გამოეყო ლუთერისეულ პროცესებსრადიკალური რეფორმაციის ტალღა. ერთ-ერთი პირველი პრინციპი, რის გამოც ეს განსვლა მოხდა, იყო სწორედ ლუთერის მიერ საერო ხელისუფლებასთან დაახლოება. ლუთერის რეფორმების ასეთი სწრაფი წარმატება დიდ წილად სწორედ მათთან თანამშრომლობამ განაპირობა. 

სწორედ ამიტომ ბაპტისტური ეკლესიის ერთ-ერთ პირველ და მთავარ გამყოფ ხაზად იქცა ერთის შეხედვით პოლიტიკური ფენომენი _ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა, ამას მოჰყვება „ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობის“  და „მორწმუნეთა ნათვლის“ პრინციპი, რაც სწორედ სეკულარული ფასეულობებია.

 

მაგრამ, რაკი თავშივე ვახსენე, რომ „გამიჯვნა“ ბუნდოვანი ნათვამია-თქო, ალბათ უნდა ზუსტად ავხსნა, რას ვგულისხმობ ამ სიტყვის მიღმა. სეკულარიზმი საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიას ესმის როგორც „სახელმწიფოსთან კრიტიკულ სოლიდარობა“.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, არის ადამიანის ადამიანისა და ღმერთის პირადი ურთიერთობის სივრცე და თუკი დაკარგავს იგი ამ თვისებას, მაშინ იკარგება მისი მთავარი არსიც. მაგრამ, სეკულარიზმი ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნაა და არა მისი გარიყვა სამოქალაქო სივრციდან.

რელიგია არ არის მხოლოდ ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა. რელიგია არის თემად ცხოვრებაც, ამდენად რელიგია არის სოციალური პასუხისმგებლობაც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკლესია უნდა იყოს წინასწარმეტყველური სიტყვა საზოგადოებაში, რომ რელიგიას უნდა ჰქონდეს თავისი სათქმელი იმ ქვეყნის ცხოვრებაში, რომელ ქვეყანასაც ეკუთვნიან მისი მორწმუნეები… ასეთი დამოკიდებულების ნათელი მაგალითია მარტინ ლუთერ კინგი, რომელიც სწორედ იმ ფასეულობებს ეყრდნობოდა, რომელსაც კვირაობით ტაძარში ქადაგებდა.

სახელმწიფოსთან კრიტიკული სოლიდარობის საუკეთესო მგალითია ასევე დესმუნდ ტუტუ აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ, მაჰათმა განდი ბრტიანული იმპერიალიზმის წინააღმდეგ… ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს…

ამერიკის, დანიის და ინგლისის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყნის მოწყობა და კანონმდებლობა არ არის ქვეყნის სეკულარობის გარანტი. თორე, აბა ჩვენი ქვეყნის დეკლარირებულ ფასეულობებს რომ შეესაბამებოდეს ჩვენი რეალური მიდგომები, რაღა გვიჭირდა.  ამიტომაც გამოდიან ქრისტიან-დმეოკრატები ქრისტიანული წინადადებით _ “ნუ ვითვალთმაქცებთ დებო და ძმებო, დაე კანონიც ისეთი გვქონდეს როგორებიცა ვართო.”   … უკაცრავად, მაინც გამექცა სიტყვა. სულაც არ ვაპირებ სხვა გამომსვლელების ნათქვამების გაანალიზებას. 

რამდენადაც, რელიგია არ არის მხოლოდ ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა და რელიგია ადამიანების თემად ცხოვრებას ნიშნავს, შესაბამისად ვერ გამოივკეტავთ მას პრივატული სივრცის საზღვრებში.  ეს არ ნიშნავს გაპოლიტიკოსებულ სამღვდელოებას, ეს არ ნიშნავს მოძღვრებად ქცეულ პოლიტიკოსებს. ეს ნიშნავს სამართლიანობის დამცველ ეკლესიას,  ეს ნიშნავს პოლიტიკას ქადაგებების და საეკლესიო სპეკულიზმის გარეშე…

ეს არის ჩემი კომენტარი 🙂

 

 

Advertisements

1 Comment

Filed under Uncategorized

One response to “დესეკულარიზაცია???

  1. Protestant rebel

    მართალი შენიშვნა და სწორი კომენტარია. მეც ზუსტად ასე ვფიქრობ. ჩვენ უნდა მივბაძოთ განდის, ლუთერ კინგს, ტუტუს!!!!!!! ვოოტ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s