სა-ქარ-თვე-ლოოო!!!!

 

მაინცა და მაინც ერთი პოლუსიდან მეორეში უნდა გადავცვივდეთ ყოველთვის?… ჯერ ხმას არავინ ვიღებდით და ეხლა ფეისბუკის პროფილებზე 5-იანების სვასტიკებით დაწყებული “ოცნების” სასარგებლოდ კანდიდატურების მოხსნით დამთავრებული თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ ერთი უკიდურესობიდან მეორისაკენ…

ეხლა ამათ ავირჩევთ 98% და მერე ამათ დავუწყებთ დევნას მიტინგებით… მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა, უნდა მივხვდეთ, რომ ეხლა ემოციურ ფონზე არჩევნის გაკეთებით შეცდომის გამეორების ფუფუნების საშუალება აღარ გვაქვს. ეს ისეთივე შეცდომა იქნება, როგორიც 9 აპრილის მოვლენებით გადარეულები ვეცით და მრგვალ მაგიდას ჩავახუტეთ საქართველო, მერე მხედრიონისაგად გაბეზრებულებმა ხონჩით მივართვით შევარდნაძეს და მერე ვარდების რევოლუციით აღტკინებულებმა სააკაშვილი ციმციმ დავსვით ტახტზე…

მომბეზრდა ორ უბედურებას შორის არჩევნის გაკეთება. მომბეზრდა ვარკვიო ვინ მეტი და ვინ ნაკლები უბედურებაა ჩვენთვის. ავირჩევთ “ნაკლებს” და მერე მას სულ აქვს იმისი ფუფუნება თავი მასზე უარესს შეადაროს და გაყვედროს ზვიადივით, რომ ეროვნული მთავრობაა, შევარდნაძესავით _ რომ პურის რიგები და ქუჩის სროლები აღკვეთა, სააკშვილივით _ რომ 24 საათიანი დენი და აწყობლი პოლიცია მოიტანა…. ეხლა ვინც არ უნდა მოვიდეს შეუძილია სწორება იქით ჰქონდეს, რომ პატიმრებს არ აუპატიურებს ცოცხებით….

მართლა მომბეზრდა. რით ვერ გავიზარდეთ იქამდე, რომ არჩევანი გვქონდეს გასაკეთებელი კარგსა და უკეთესს შორის იმის იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს “არა უშავს რა” ხელისუფლება გვქონდეს.

Advertisements

1 Comment

Filed under Uncategorized

One response to “სა-ქარ-თვე-ლოოო!!!!

  1. ქართველები უკიდუროსების ხალხი ვართ. ცივ გონებაზე გადაწყვეტილებას არ ვიღებთ და ამიტომაც ვუშვებთ ბევრ შეცდომას. მეც იმის იმედი მაქვს, რომ როდესმე ცუდსა და უარესს შორის აღარ გავაკეთებთ არჩევანს და ახალ პრეზიდენტობის კანდიდატს მესიად არ გამოვაცხადებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s