ნაბახუსევის “იჭოგა” …

 

რაღაცა უცნაური რამ ხდება ჩვენს გარშემო. ყველაფერი რაღაც დღესასწაულსა ჰგავს, ოღონდ ისეთს მარტო შენთვის ან მარტო შენს ოჯახში რომ არ ხდება. გეგონება ახალი წელი დადგაო. ძველი წავიდა და ახალი მოვიდა. ქუჩაში გახვალ და იცი, რომ ყველას ცხოვრებაში ასეა. ყველამ რაღაც ახლის ათვლა დაიწყო. 

გეგონება ახალი წელი დადგაო და თითქოს ზიხარ და სხვადასხვანაირად შეფუთულ საჩუქრებს ხსნი და ელოდები _ ნეტა საჩუქარი ისეთივე კარგია, როგორც კოლოფის გარშემო შემოხვეული ჭრელა-ჭრულა ქაღალდი?…   ერთმანეთში ირევა სიმღერის, სიგნალების, შეძახილების ხმა, ღვინის, „ვინეგრეტის“, მანდარინის სუნი, რომელიც ასე ძალიან გაგონებს ახალ წელს. პატარა ბავშვივით გიხარია. პატარა ბავშვივით ელოდები. გსიამოვნებს კოლოფებზე შემოხვეული ქაღალდის ჭრაჭუნი…

საჩუქრებს ატრიალებ და გიჩნდება დეჟავიუს განცდა. გახსენდება, რომ ასეთი ცვლილებებისა და საჩუქრების მოლოდინი ადრეც გქონია… სხვა ახალი წლებიც ყოფილა შენს ცხოვრებაში, სხვა ნაძვის ხეებიც, სხვა საჩუქრებიც. ისეთი ახალი წელიც ყოფილა, როცა არც გირლიანდები ანათებდა უდენობის გამო, არც საჩუქრები გქონდა სიდუხჭირის გამო და სუფრაზეც ყველაზე გემრიელი დელეკატესი შემწვარი კარტოფილი იყო. ამისთანა ახალი წლების მერე ყველა სიახლე ნაძვის ხის გარშემო საოცრებად გეჩვენება, ყველა კოლოფი ახალი სამყაროა, ყველა საჩუქარი _ ნამდვილი ბედნიერება. ამის გამო, რამდენჯერ დაგიხუჭავს თვალი, როცა საჩუქრის კოლოფი ცარიელი დაგხვედრია, ან როცა საჩუქარი გატეხილი იყო, ან როცა კოლოფში შენივე საკუთარი ძველი ნივთი აღმოგიჩენია.

ახლაც ზიხარ, ხსნი საჩუქრებს და შიში გიპყრობს… ვაი და ისევ გაგიცუდდეს მოლოდინი, ვაი და ისევ ნახმარი და გაფუჭებული საჩუქარი შემოგაპარეს… მერე გეჩვენება, რომ ნაძვის ხის ძირში კი არა არამედ მეორადებისა და ჩამოფასებული საქონლის ფუთებთან ზიხარ. ახალი წლის არომატი ახლა უკვე  ნაფტალინის სუნში ირევა და სიმღერის ხმა აუტანელ ღრეობას უფრო ჰგავს. ნერვიულად ხსნი საჩუქრებს, ხევ და აქეთ-იქით ყრი ლამაზ-ლამაზ კოლოფებს და საკუთარ თავს ხმამაღლა ეუბნები, რომ წელს არ დაუშვებ შენს გაბითურებას. არ დაუშვებ, რომ ეს ყველაფერი, რომელიც შენი ჯამაგირის, შენი ახალგაზრდობის, შენი იმედებისა და ოცნებების, შენი მომავლის ფასად არის შეძენილი ისევ ფარსი აღმოჩნდეს.

ადგები, ფანჯარაში გამოიხედები და მიხვდები, რომ ეს „ახალი წელი“ ერთი დიდი ფარსია. რომ გუშინდელი დღე არაფრით განსხვავდება დღევანდელისაგან და რომ ის, რაც ერთი კვირის წინ იყო იგივე იქნება ერთი თვის მერეც… გული გერევა და ხვდები, რომ ყველა დღესასწაულს მხოლოდ თავის ტკივილი და მძინე “პახმელია” მოსდევს. სანტასაც და თოვლის პაპასაც მიწეპეული წვერ-ულვაში აქვს.  

არაფერი იცვლება ნეილონის ნაძვის ხის ძირში და  სხვისა შეფუთული საჩუწრებიც ძველებურად მხოლოდ იმედგაცრუებაა და მეტი არაფერი. არაფერი არასოდეს შეიცვლება სხვისა ხელით შექმნილი ახალ ეპოქის მოლოდინში …

 

 

 

 

 

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s