About მე

ამ ბლოგის სახელს ერთი ძალიან უცნაური ისტორია აქვს, არც თუ რომანტიული ანდა საამაყო, მაგრამ ეს სახელი უკავშირდება ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს.  მაგრამ ეხლა ამ ამბის მოყოლას არ ვაპირებ. მიდნა ჩემს შესახებ მოვყვე. მე ვარ ერთი ძალიან იღბლიანი ადამიანი. ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრ რამეში გაუმართლა. . . IMG_2861

ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა მასწავლებლებში. გამიმართლა, რომ მყავდა ბაღში ნანა მასწავლებელთან მოვხვდი, რომ ძეგველაშვილი მასწავლიდა რუსულს, რომ კალანდარიშვილი მყავდა, ყარამანა მყავდა (ამას წინათ გავიგე, რომ ყარამანს მოხუცებულთა სახლში მომკვდარა). მოგვიანებით, ოდესღაც მოზარდმა ვნახე ფილმი “მკვდარი პოეტების საზოგადოება” და გამიჩნდა ოცნება, მყოლოდა ვინმე, ვისაც ვეტყოდი “ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!”  ეს ოცნება ამისრულდა. და ზოგადად, ძალიან ბევრი ჩუმი ოცნება ამისრულდა ცხოვრებაში. ამიტომაც ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ. ბევრ რამეში გამიმართლა.

გამიმართლა მეგობრებში.  გამიმართლა, რომ ძალიან ბევრი ჩემი მასწავლებელი ჩემი მეგობარია. გამიმართლა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, როცა დამიმეგობრდა დედა. ჩემი და იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი. მე და ჩემი ძმა “ვძმაკაცობდით” მას მერე რაც აღარ ვჩხუბობდით. გამიმართლა რომ მყავდა ქეთნო, გამიმართლა, რომ მე თეას და ნათიას უნივერსიტეტიდან ერთი გზა გვქონდა, გამიმართლა რომ მე და ვალერი დავრბოდით ხოლმე დილაობით, მე და კოპაძე რომ ვქაქანებდით ცხვარიჭამიაში ბატუტის გვერდით გათენებამდე, და კიდევ რა ჩამოვლის რამდენჯერ გამიმართლა. . .

გამიმართლა სამშობლოში. ვერც კი წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება სხვა, რომელიმე განვითარებულ, მოწესრიგებულ, ნორმალურ, აწყობილ, სამართლიან, საქმიან, არაქსენოფობიურ,  არაკორუმპირებულ, არაემოციურ, არარელიგიურ ქვეყანაში. ისე მსიამოვნებს აქაურობა, როგორც იმ ცნობილ ფილმში “სინიორ რობინზონს” კვამლის სუნი.

გამიმართლა ეპოქაში. ყველა ხომ ვერ დაიკვეხნის, რომ ოქტომბრელის ვარსკვლავით ლენინის ოქროსქოჩრიანი გამოსახულებაც მიტარებია გულით, ზვიად გამსახურდიას მიტინგებზეც ვმდგარვარ, ნახალოვკიდან სანზონამდე სკოლაში ფეხით მივლია და მეხუთე კორპუსშიც უტრანსპორტოდ დავდიოდიო. და ყველაფერ ამასთან ერთად ვნახე (იმედია ანგარიში არ ამერევა) 3 რევოლუცია, 2 რევოლუციის მცდელობა, 3 სამოქალაქო და 1 სამამულო ომი.

პროტესტანტიზმის ერთგულმა ხუცესმა 15 წლის ასაკში არ მომნათლა, ძალიან პატარა ხარო, სამაგიეროდ 34 წლის ასაკში იმავე ეკლესიაში ეპისკოპოსად მაკურთხეს.   ამგვარად, ვითვლები ეგზოტიკურ “ცხოველად”. გამიმართლა იმ ადამიანებშ, რომლებთან ერთადაც ვარ იქ სადაც ვარ და სხვანაირად რომ ვერძალმიძს.

გამიმართლა, დილა თენდება და თავი არ მიკვდება სამსახურში წასასვლელად.  გამიმართლა, რომ ნანა უფროსის გვერდით ვზივარ, რომ გაგა მღერის უცნაურ სიმღერებს, როცა კარგ ხასიათზეა. გამიმართლა, რომ რაც კი მიკეთებია, ყველაფერი მყვარებია და მიხაროდა მისი კეთება.

მაგრამ, თუკი რამეში გამიმართლა, ესაა ჩემი სახლი, ჩემი ოჯახი. გამიმართლა რომ ჩემი მიხოა ჩემი მეგობარი, ჩემი ნანიკოა ჩემი მეგობარი. მათე მეზრდება, რომელთანაც აუცილებლად ვიმეგობრებ. გამიმართლა, რომ ქვეყანა ტავზე რომ მექცეოდეს, მაქვს ჩემი თავშესაფარი, ჩემი “აღთქმული მიწა”, ჩემი კერა, სადაც ნანიკო ბიტლზებს უსმენს, მიხო თავის თოფს წმენდს, მათე მანქანების კოლექციას ამწკრივებს ხალიჩაზე, მე კი კომპიუტერთან ვზივარ და . . .  აი ამაში ნამდვილად გამიმართლა, რომ არსებობს კომპიუტერი და ინტერნეტი :))))

ისე ძალიან გამიმართლა, რომ ხანდახან შემეშინდება ხოლმე.

3 responses to “About მე

  1. Dear Rusudan,
    Welcome in the blogs world.
    I am sorry I cannot read your posts here, as you cannot read most of those on mine. Yet, this year I decided to change and I will also post from time to time things in English and French. I also post paintings, which speak the universal language of art.
    Have a blessed year, your Eminence Bishop Rusudan.
    Friendly, from Romania,
    Danut

  2. ladygreta

    I am not that good to run bilingual blog. But who knows?

  3. ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s